უილიამ სიუარდ ბეროუზის მოსაზრებები…
„პოლიტიკოსებო – თუნდაც ერთხელ თქვით სიმართლე და შემდეგ სამუდამოდ დადუმდით”.
* * *
„ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მქონია ისეთი ადგილი, რომელსაც საკუთარ სახლს ვუწოდებდი. შესაძლოა, უცხოპლანეტელი ვარ!”
* * *
„როდესაც ზრდას წყვეტ, სიკვდილს იწყებ”.
* * *
„მე სრულებით გავანადგურებდი ამ სულელ საშუალო კლასს”.
* * *
„ამ ქვეყანაზე ბევრად უფრო მსუბუქი და სასიამოვნო იქნებოდა ცხოვრება, ყველა რომ თავის საქმით იყოს დაკავებული და სხვებს არ უშლიდნენ ხელს იმავეს გაკეთებაში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არაბები ჩარჩნენ გასულ ათსწლეულებში და ფიქრობენ, რომ თანამედროვე ცხოვრებაში მხოლოდ ტელევიზორის საშუალებით შემოაღწევენ”.
* * *
„მწერალი მხოლოდ იმიტომ მსურდა გავმხდარიყავი, რომ ისინი მდიდრები და საყოველთაოდ ცნობილები არიან”.
* * *
„სიჩუმის მხოლოდ მოლაყბეებს ეშინიათ”.
* * *
„როგორც კი გააცნობიერებ, რომ ციხეში მოხვდი, იმ წუთშივე გიჩნდება შანსი გაქცევისა”.
* * *
„ჩემს ხელში რომ ტელევიზია იყოს, დედამიწას ვმართავდი”. (ავტორი გენია.ჯი)