კლაუს მაინე
კლაუს მაინე – დაიბადა 1948 წლის 25 მაისს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში,მუშების – ერნი და ჰუგო მაინეების ოჯახში.იგი წარმოადგენს ლეგენდად ქცეული გერმანული როკ-ჯგუფის – “Scorpions”-ის დიდებულ ვოკალისტსა და რუდოლფ შენკერთან ერთად,ამავე ჯგუფის ისეთი უკვდავი ჰიტების ავტორს,როგორებიცაა – “Still Loving You” (დაწერილი 1984 წელს),”Wind of Change” (დაწერილი 1990 წელს),”Rock You Like a Hurricane” (დაწერილი 1984 წელს) და სხვა.
კალუსმა საშუალო სკოლა 1964 წელს შესანიშნავი შეფასებებით დაასრულა.მალევე,ჰანოვერში მდებარე სადიზაინერო კოლეჯში ჩაირიცხა.მიუხედავად იმისა,რომ დეკორატორის სპეციალობას დაეუფლა,სწავლის დასრულების შემდგომ მძღოლად დაიწყო მუშაობა. (ავტორი გენია.ჯი) მუსიკისადმი განუზომელი სიყვარული ბავშვობიდანვე თან დაჰყვა.თუმცა,მუსიკა მისთვის დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ “ჰობად” რჩებოდა.მოგვიანებით,კლაუსის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა.მან გაიცნო რუდოლფ შენკერი (ლეგენდარული როკ-ჯგუფის – “Scorpions”-ის დამაარსებელი),რომელიც მალევე მის საუკეთესო მეგობრად იქცა ცხოვრებაში.რუდოლფმა,რომელმაც ძალიან კარგად გააცნობიერა მეგობრის ვოკალური შესაძლებლობები,კლაუსს გაანდო,რომ სურდა ახალი როკ-ჯგუფის ჩამოყალიბება.თუმცა,აღნიშნული წინადადებისთვის მაინეს დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია,რის შემდეგაც რუდოლფმა მას,უმცროსი ძმა,14 წლის მიხაელი გააცნო.ერთადერთი მიზეზი,რის გამოც კლაუსი მიხაელის ჯგუფში გაწევრიანებას დათანხმდა,გახლდათ ის,რომ ჯგუფის ვოკალისტი ვერაფრით უმკლავდებოდა მის წინაშე დასახულ ამოცანებს,რაც ერთობ დიდ უხერხულობას უქმნიდა მეგობარს.გასაოცარი ვოკალისა და კომპოზიტორობის უნარის მქონე კლაუსი “Copernicus”-ში გამოსვლას დათანხმდა.თუმცა,მალევე აღნიშნული ჯგუფი დატოვა რამდენიმე წევრმა,რის შემდეგაც რუდოლფმა კვლავ შესთავაზა მას ახლად დაარსებულ “Scorpions’-ში გადავლა.კლაუსსა და რუდოლფს შეუერთდა მიხაელიც.გარდა ამისა,ჯგუფის წევრი გახდა მათიას იაბსი.დროთა განმავლობაში,გენიალური მუსიკოსების მიერ დაარსებულმა როკ-ჯგუფმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა.მათ იწვევდნენ უამრავ ტურნეებში და აღფრთოვანებაში მოჰყავდათ პუბლიკა.თუმცა,1980 წელს მოულოდნელად კლაუს მაინემ მაღალი ნოტა ვერ აიღო.ამასთანავე ეკარგებოდა მისი უნიკალური ვოკალური ხმაც.იგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი სამედიცინო ცენტრში,სადაც – “ხმის იოგების სოკოს” დიაგნოზი დაუსვეს.ერთადერთი გამოსავალი ხმის დაბრუბნებისა ოპერაცია იყო.ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ,ლაპარაკის დაწყება შეძლო,თუმცა მის ხმას ვეღარავინ ცნობდა.იგი ხვდებოდა,რომ მისი სავოკალო და ზოგადად სამუსიკო კარიერა სრულდებოდა,რის გამოც მეგობარს – რუდოლფს,ჯგუფში სხვა ვოკალისტის აყვანა შესთავაზა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,რუდოლფმა მეგობარი განსაცდელში არ მიატოვა და წინადადებაზე უარი უთხრა.მან,თავისი კონტაქტების შედეგად,კლაუსს მოუძებნა საუკეთესო ვოკალის მასწავლებელი და ხმის რეაბილიტაციის სპეციალისტი.კლაუს მაინე დღედაღამ ვარჯიშობდა და შედეგიც გასაოცარი დადგა.მან,მეგობრის უდიდესი ძალისხმევით “ახალი სიცოცხლე” დაიბრუნა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტადაც იქცა. 1982 წელს გამოიცა ალბომი – “Blackout”,სადაც კლაუს მაინეს სრულიად ახალი და გამაოგნებელი ხმა არის ასახული.კლაუს მაინეს და “Scorpions”-ის პოპულარობა კი დღითიდღე იზრდებოდა.მათი გასტროლები,ნებისმიერი ქვეყნის მუსიკის მოყვარულისთვის,ერთგვარი ზეიმი გახლდათ.მას შემდეგ – კლაუს მაინე,მსოფლიოს 100 საუკეთესო როკ-ჯგუფიდან ერთ-ერთი ლიდერის – “Scorpions”-ის “სავიზიტო ბარათადაც” კი იქცა. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული ჯგუფი მეორე დასავლური ჯგუფი გახდა (“Uriah Heep”-ის შემდეგ),რომელსაც კომუნისტურმა რეჟიმმა უფლება მისცა საბჭოთა კავშირში ჩაეტარებინა კონცერტი. 1991 წელს,კლაუს მაინე ჯგუფთან ერთად მეორედაც ეწვია საბჭოთა კავშირს.მოსკოვში ისინი საბჭოთა გენსეკმა – მიხეილ გორბაჩოვმა მიიღო.შეხვედრისას კლაუს მაინემ გორბაჩოვს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ჩვენი მშობლები აქ იარაღით მოვიდნენ,მაგრამ ჩვენ მოვედით გიტარებით”.კლაუს მაინე დაქორწინებულია.ჰყავს ვაჟი,რომელიც ვედემარკეში ცხოვრობს. “Scorpions” და კლაუს მაინე კი,კვლავაც აჯადოვებენ მსოფლიო მუსიკის მოყვარულებს,თავიანთი უკვდავი ჰიტებით. (ავტორი გენია.ჯი)
ლეგენდარული გერმანული როკ-ჯგუფი – “Scorpions”