ისოკრატე
ისოკრატე - დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 436 წელს,საბერძნეთში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ რიტორიკოსს,ლიტერატორს,პედაგოგსა და სწავლულს,რომელიც ვაჟი გახლდათ თეოდორესი.მან განათლება მიიღო ისეთი გენიალური მასწავლებლისაგან,როგორიც გახლდათ – გორგია.გარდა ამისა ისოკრატეს განათლების მიღებაში მონაწილეობა მიიღო,იმ პერიოდის სხვა გამოჩენილმა სოფისტებმაც.მის მიერ წარმოთქმული 28 უმნიშვნელოვანესი სიტყვიდან,დღემდე შემორჩენილია 21.გარდა ამისა შემორჩენილია 9 წერილი,რომლებიც ეხება მაკედონიის მეფე ფილიპე II მაკედონელს,ძველბერძენ ტირანს – დიონისეს (უმცროსი) და სხვებს.ზემოთ აღნიშნულის გარდა შემორჩს ისოკრატეს 6 სასამართლო გამოსვლა,რომელიც მისი მოღვაწეობის პირველ ეტაპზეა წარმოდგენილი (ძვ.წ.აღ-ით 402-390 წლები) და იგი წარმოადგენდა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მხარის მიერ წარმოსათქმელ სიტყვას.სპეციალისტთა ვარაუდით ასეთი სასამართლო სიტყვები,შესაძლოა სასკოლო ნიმუშები ყოფილიყო,რომელთაც ისოკრატეს,სხვა მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები,მათ მიერვე გამოგონილი და შეთხზული სასამართლო ისტორიების გაკვეთილებად აძლევდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამ თეზის ამყარებს ისიც,რომ მოგვიანებით ისოკრატე ყოველთვის უარყოფდა სასამართლო პროცესებზე თავის გამოსვლას და მითუმეტეს იქ მჭერმეტყველებას.
ისოკრატეს განსაკუთრებული სახელი და დიდება მოუტანა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ.თავდაპირველად იგი ამ განხრით,ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ ხიოსზე მოღვაწეობდა,თუმცა მოგვიანებით ათენში გადავიდა,სადაც რამდენიმე თხზულება მიუძღვნა პოლიტიკას.მის მიერ დაწერილი – “პანათენური”,”სოფისტების წინააღმდეგ” და სხვა რამდენიმე თხზულება ავტობიოგრაფიულ სიუჟეტებს შეიცავს.გარდა ამისა ისოკრატე ეხებოდა ისტორიულ ფაქტებს,სადაც ასახული იყო ტირანიის დაცემის შემდგომი ცვლილებები ქვეყანაში.მის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ და განთქმულ სიტყვად (თხზულებებად) მიიჩნევა “პანეგირიკები” (ისტორიულ-რიტორიკული და ლიტერატურული ჟანრი),რომელზეც ავტორი ათი წლის განმავლობაში (ძვ.წ.აღ-ით 390-380 წლები) მუშაობდა.ისოკრატეს თხზულებები განკუთვნილი იყო სახლში,ან მეგობრებში წასაკითხად და ისინი არასოდეს გამოუყენებიათ სასამართლო ან სახალხო შეკრებებზე.სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გაოცებული იყო იმით,რომ არავინ იყენებდა მის შეხედულებებს და გაკვეთილებს პოლიტიკაში.მიუხედავად ამისა ისოკრატეს იმ ეპოქაში ბადალი არ ჰყავდა ლიტერატურული პროზის პედაგოგის რანგში და აღსანიშნავია ისიც,რომ მისი სახელი არა მარტო ძველ საბერძნეთში,არამედ ევროპასა და აზიაშიც კი იყო გავრცელებული.მის სკოლაში სწავლობდნენ,როგორც ბერძნები,ასევე ევროპელები და საბერძნეთის აზიური მხარის წარმომადგენლებიც,რაც სწორედ ისოკრატეს დამსახურება გახლდათ.ლეგენდარული ძველრომაელი ფილოსოფოსი და ორატორი ციცერონი,ისოკრატეს სახლს “გიმნაზიას” ადარებდა,რომელიც ღია იყო ყველა სწავლის მსურველისათვის.მის სკოლას კი “ტროას ცხენს” უწოდებდა,საიდანაც მრავალი გმირი გამოდიოდა.ისოკრატეს სკოლა გაიარეს ისეთმა უდიდესმა სწავლულებმა,როგორებიც იყვნენ – ლიკურგე,ლეოდამანტი,ეფოროსი,თეოპომპე და სხვები (ძირითადად სოფისტები). (ავტორი გენია.ჯი) განათლების მიღებაში ისოკრატე თანხებსაც იღებდა და მოსწავლის მიერ გადასახდელი თანხა მის მიერ გავლილ კურსზე იყო დამოკიდებული.გარდა ამისა ჰონორარებს იღებდა თავისი თხზულებებიდანაც.
ისოკრატეს მიერ დაწრილი “პანეგირიკები”-თ,იგი მოუწოდებდა ბერძნებს,შეეწყვიტათ ერთმანეთში მტრობა და გაერთიანებულიყვნენ მათი უმთავრესი მტრის სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.ისოკრატე გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 338 წელს.მისი შემოქმედება და მოღვაწეობა კი დღესაც უდიდესი ინტერესის საგნად არის ქცეული.