სერ უინსტონ სპენსერ ჩერჩილი – “სტალინის” გარდაცვალების შემდეგ წერდა…
“რუსეთს დიდად გაუმართლა,რომ უდიდესი ძნელბედობის ჟამს ამ ქვეყანას გენიოსი და ქედუხრელი მხედართმთავარი,სტალინი მეთაურობდა.იგი იყო ჭეშმარიტად გამორჩეული პიროვნება,რომელიც სრულიად ერგებოდა დროების იმ ცვალებად და სასტიკ პერიოდს,რომელშიც მას მოუწია ცხოვრებამ.სტალინი იყო ზებუნებრივი ენერგიისა და უდრეკი ნებისყოფის ადამიანი.მკვეთრი,მკაცრი და დაუნდობელი საუბარში,რომლის დროსაც მეც კი,ბრიტანეთის პარლამენტში აღზრდილი კაცი,ვერაფერს ვუპირისპირებდი მას.სტალინს უპირველეს ყოვლისა,ჰქონდა უდიდესი იუმორის გრძნობა,სარკაზმი და უნარი ზუსტად აღექვა და გადმოეცა აზრები.ეს ძალა იმდენად დიდი იყო სტალინში,რომ განუმეორებელი ჩანდა ყველა დანარჩენი ქვეყნების ხელმძღვანელთა შორის.სტალინმა ჩვენზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.მას გააჩნდა ღრმა,უშიშარი,ლოგიკური,გააზრებული სიბრძნე.იგი ფლობდა არაჩვეულერივ ოსტატობას,გამოსავალი ეპოვა ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში.ამასთანავე სტალინი ყველაზე კრიტიკულ მომენტებსა და საზეიმო ვითარებაში ერთნაირად თავშეკავებული იყო და არასდროს აჰყოლია ილუზიებს.იგი ძალზე რთული პიროვნება გახლდათ.მან შექმნა და სრულიად დაიმორჩილა უდიდესი იმპერია.ეს იყო ადამიანი,რომელიც საკუთარ მტერს მეორე მტრის ხელით უსწორდებოდა.სტალინი იყო უდიდესი დიქტატორი,რომელსაც ტოლი არ ჰყავდა მსოფლიოში.მან გუთნით აღჭურვილი რუსეთი ჩაიბარა და ატომური ბომბით შეიარაღებული დატოვა”. (ავტორი გენია.ჯი)