ანტონიო ლუჩიო ვივალდი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი და მევიოლინე - ანტონიო ლუჩიო ვივალდი (1678-1741 წლები),რომლის ოთხი სავიოლინო კონცერტი – “წელიწადის დრონი” ბაროკოს ეპოქის საუკეთესო და პოპულარულ მუსიკალურ ნაწარმოებს წარმოადგენდა,15 წლის ასაკში სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა და მიზნად მღვდლად გახდომა დაისახა. 25 წლის ასაკში მღვლად ეკურთხა კიდეც და ზედსახელად – “წითელი მღვდელი” ეწოდა,სავარაუდოდ მისი წითელი თმების გამო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ვივალდის სადღესასწაულო ლიტურგიის ჩატარება მაინც არ ეწერა,რადგან ამას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა (იგი ასთმით იტანჯებოდა).თუმცა,სხვა ვერსიის თანახმად,ასთმა მხოლოდ მიზეზი გახლდათ ამისა.საეკლესიო სამსახურიდან თავისუფალ დროს,ახალგაზრდა ვივალდი სრულად უთმობდა მუსიკას.სასულიერო და სამუსიკო ცხოვრება,დიდი კომპოზიტორის სულში მშვიდად ვერ თანაცხოვრობდა.საბოლოო არჩევანი კი,მან მუსიკის სასარგებლოდ გააკეთა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რიგი სამუსიკო ნაწარმოებების შექმნა ანტონიომ ღვთისმსახურების დროს დაიწყო.ერთ დღეს,მაშინ როდესაც,”წითელი მღვდელი” სადღესასწაულო მესას ატარებდა,გონებაში მოუვიდა ახალი ფუგის კონტურები.აღნიშნული იდეით იგი იმდენად მოიხიბლა,რომ მესის დასრულებას აღარ დაელოდა და იგი შეწყვიტა: დატოვა საკურთხეველი,რის შემდეგადაც ფურცელზე დაწერა თავისი ახალი იდეა და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდა საკურთხეველს და განაგრძო მესის ჩატარება.აღნიშნული ფაქტი,ეკლესიის მიერ იმთავითვე “შრომითი დისციპლინის დარღვევად” იქნა მიჩნეული და ინკვიზიციამ,საეკლესიო შიგა-განაწესის დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.ვივალდისათვის,ყველაფერი შესაძლოა ძალიან ცუდად დასრულებულიყო,რომ არა მისი “მუსიკოსობა”,რადგან იმ პერიოდისათვის ინკვიზიციისათვის,მუსიკოსობა – “შეშლილობასთან” ასოცირდებოდა.გამოძიების შემდეგ,ინკვიზიციამ,ვივალდის საბოლოოდ აუკრძალა მესის ჩატარება.ამ გარემოებამ კი,მასზე დადებითი გავლენა იქონია,რადგან სწორედ ამის შემდგომ შეძლო გენიალურმა კომპოზიტორმა დიდებული მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა. (ავტორი გენია.ჯი)