მორის ფოცხიშვილი – “შეხვდით ო,შეხვდით”
შეხვდით ო,შეხვდით
თქვენს ცხოვრებაში
სიყვარულად შემოდის ღმერთი.
***
განიღეთ მკერდი
ო,თქვენს გულში
სიყვარულად მკვიდრდება ღმერთი.
***
იწამეთ იგი,
ვით გიწამათ
და მოკვდა თქვენთვის,
***
თქვენს სიყვარულში
სიყვარულით,სულდგმულობს ღმერთი.