უილიამ შექსპირის “ავთენტური გამოსახულებები”
დღევანდელი დღისათვის,გენიალური ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის - უილიამ შექსპირის (1564-1616 წლები) სულ ორი ავთენტური (უტყუარი) გამოსახულება არსებობს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ორივე გამოსახულება მისი გარდაცვალების შემდგომ იქნა შექმნილი.მათ შორის პირველი შექმნილ იქნა ფლამადრიული სკოლის ინგლისელი წარმომადგენლის (გრავიორის) – მარტინ დრუშაუტის (1601-1650 წლები) მიერ.მარტინმა საყოველთაო აღიარება სწორედ შექსპირის აღნიშნული პორტრეტის შექმნის შემდეგ მოიპოვა.გრავიორმა,უილიამის პორტრეტი – “პირველი ფოლიანტასთვის” შექმნა (ტერმინი,რომლითაც აღინიშნება უილიამ შექსპირის პიესების პირველი კრებული) და იგი ფართო საზოგადოებამ 1623 წელს იხილა.აღნიშნული გამოცემის ავტორები კი გახლდნენ – ჯონ ჰემინგი და ჰენრი კონდელი.უილიამის მეორე ავთენტურ გამოსახულებას წარმოადგენს ინგლისის ქალაქ სტრეტფორდში მდებარე “წმინდა სამების ეკლესიაში” (იქვეა დაკრძალული) განთავსებული მონუმენტი-ბიუსტი,რომელიც ასევე 1623 წელს იქნა აღმართული. (ავტორი გენია.ჯი)