ვან ჰუ – “პირველი ადამიანი,რომელმაც მთვარეზე გაფრენა სცადა”
ჩინური ლეგენდის თანახმად,პირველი ადამიანი,რომელმაც მთვარეზე გაფრენა სცადა ერთგვარი “რაკეტის” საშუალებით,გახლდათ ერთ-ერთი ჩინელი სახელმწიფო მოხელე - ვან ჰუ,რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 2000-იან წლებში მოღვაწეობდა.ჩინური ლეგენდა,კაცობრიობის ისტორიაში პირველი კოსმონავტის შესახებ ირწმუნება,რომ ვან ჰუმ თავად დააპროექტა და ააგო მთვარეზე გაფრენისათვის საჭირო საფრენი აპარატი.აღნიშნული აპარატი წარმოადგენდა სკამს,რომლის ქვემოთაც დამონტაჟებული იყო 47 დენთის შუშხუნა.მას შემდეგ,რაც გაფრენის დრო დადგა,ვან ჰუ სკამზე დაჯდა,მოსამსახურეებმა კი იგი სკამს მკვიდრად მიამაგრეს და დენთის შუშხუნებს ცეცხლი გაუკიდეს… და საფრენი აპარატიც უმალვე აფეთქდა.როდესაც კვამლი გაიფანტა,მოსამსახურეებმა ვეღარც აპარატის ნარჩენები (სკამი) და ვეღარც თავიანთი ბატონი – ვან ჰუ ვეღარ იპოვეს.ისინი საშინელი ძალის აფეთქებას ემსხვერპლნენ.აღნიშნულ ლეგენდაზე დაყრდნობით,ჩინელები ირწმუნებიან,რომ პირველი,ვინაც მთვარის დაპყრობა სცადა,სწორედ მათი თანამემამულე იყო ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წელს. (ავტორი გენია.ჯი)