ონორე დე ბალზაკი – “ადამიანური კომედიის” წინასიტყვა…
გენიალურმა ფრანგმა მწერალმა – ონორე დე ბალზაკმა (1799-1850 წლები),დაწერა შესანიშნავი ციკლი,16 ტომისაგან შემდგარი ნაწარმოებებისა – “ადამიანური კომედია”.მასში შეტანილ იქნა მისივე 137 ნაწარმოები (რომანები,ნოველები,მოთხრობები და სხვა,რომლებიც მოიცავდა,როგორც რეალურ ფაქტებს,ასევე ფილოსოფიურ და ფანტასტიკურ სიუჟეტებს).აღნიშნულ ციკლში მწერალმა ასახა იმ პერიოდის ფრანგული საზოგადოება და მისი ყოფა-ცხოვრება (მოიცავდა 1815-1845 წლებს). “ადამიანური კომედიის” წინასიტყვაში კი გენიალური – ონორე დე ბალზაკი წერდა:
“მე მხოლოდ ერთი მწადია: რომ ისე აღარ მჯიჯგნონ ადამიანებმა და გარემოებებმა,როგორც ამას ადგილი ჰქონდა ჩემი საშინელი შრომის დასაწყისიდან. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ,მადლობა ღმერთს,მე მხარს მიჭერდნენ ჩვენი ეპოქის უნიჭიერესი ადამიანები,ყოვლად ჩინებული ადამიანები,უგულითადესი მეგობრები,ხელს რომ მართმევდნენ და მეუბნებოდნენ: “გამაგრდი,გული არ გაიტეხო!”… გაბოროტებულთა თავდასხმებს მე დავუპირისპირე სტოიკური შეუპოვრობა და სიმშვიდე… ლიტერატურულ წრეებში კი მე საბოლოოდ ვაჩვენე ჩემი ხელოვნება ყველას”. (ავტორი გენია.ჯი)