მარკუს ლიცინიუს კრასუსის შესახებ…
მარკუს ლიცინიუს კრასუსი (ძვ.წ.აღ-მდე 115-53 წლები) – წარმოადგენდა იმ დიდ რომაელ მხედართმთავრსა და სახელმწიფო მოღვაწეს,რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი დაიდო “სპარტაკის აჯანყების” ჩახშობაში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ გარდა მხედართმთავრული ნიჭისა,მას ბიზნესის წარმართვის დიდებული ალღოც გააჩნდა,რამაც იგი იმ პერიოდის ყველაზე უმდიდრეს ადამიანადაც აქცია.მიუხედავად იმისა,რომ კრასუსი მდიდარ და ცნობად ოჯახში დაიბადა,პატარაობიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით.თუმცა,აქვე უნდა აღინიშნოს რომ მისი ხასიათისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ თვისებას სიძუნწეც წარმოადგენდა.მისთვის უმთავრესი იყო,წამოწყებულ საქმეს მოგება მოეტანა და არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა აღნიშნული საქმე სუფთა იყო თუ არა. (ავტორი გენია.ჯი) რომში,რომელიც მსოფლიოს უდიდეს ქალაქად მიიჩნეოდა,იმ პერიოდისათვის უამრავი დაზიანებული და დანგრეული შენობა-ნაგებობა არსებობდა.ეს მაშინ,როდესაც ქალაქში უდიდესი მოთხოვნილება არსებობდა საცხოვრებელ ფართებზე,რაც დღითი დღე კიდევ უფრო იზრდებოდა.კრასუსმა შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილება მიიღო და თავისი გავლენებისა და ფულის საშუალებით ყველა ასეთი ნაგებობა ხელში ჩაიგდო,რის შემდეგაც მათ აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარა.ყოველივე ამის შემდეგ კი,მდიდრულად შეკეთებულ ნაგებობებში ფართებს იჯარით გასცემდა.აღნიშნულ ბიზნესს მისთვის ძალიან დიდი შემოსავლები მოჰქონდა.გარდა ამისა,კრასუსი მასიურად ყიდულობდა მონებს,რის შემდეგაც მათ სხვადასხვა სპეციალობებს შეასწავლიდა და მოგვიანებით სამჯერ მეტ ფასად ჰყიდდა.მის სახელთან არის დაკავშირებული,მონებისაგან “რომაული სახანძრო ბრიგადების” ჩამოყალიბებაც (მას მონებისაგან დაკომპლექტებული,საკუთარი სახანძრო ბრიგადები ჰყავდა).აქვე უნდა ავღნიშნო ისიც,რომ ყველა ნახანძრალ შენობას თავად კრასუსი ყიდულობდა,არემონტებდა და შემდეგ სარფიანად ჰყიდდა.ცნობილი ფაქტია ისიც,რომ კრასუსი შეისყიდიდა იმ ადამიანების ქონებასაც,რომლებსაც სიკვდილით სჯიდნენ (იმ პერიოდის რომში სიკვდილით დასჯა მრავლად ხორციელდებოდა).აღნიშნულმა “ბიზნესებმა”,მარკუს ლუცინიუს კრასუსი რომის უმდიდრეს ადამიანად აქცია.სხვადასხვა დოკუმენტების თანახმად,მისი ქონება 200 მილიონ სესტრეციუმს შეადგენდა,რაც საყოველთაოდ ცნობილი ჟურნალის – “ფორბსის” 2008 წლის მონაცემების თანახმად 169,8 მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტის ტოლფასი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)