გაბრიელ ბონეერ “კოკო” შანელის მოსაზრებები…
1. “მოდა – ეს მე ვარ!”
2. “მოდის ბიზნესში ბევრი ისეთი მამაკაცია ჩართული,რომელთაც წარმოდგენაც კი არა აქვთ ქალებს როგორ ჩააცვან”.
3. “მოძებნეთ ქალი კაბაში.თუ იქ ქალი ვერ აღმოაჩინეთ,მაშინ არც ის კაბა ყოფილა კაბა”. (ავტორი გენია.ჯი)
4. “დედაჩემი მამაჩემს ცოლად სიყვარულით გაჰყვა.მიუხედავად ამისა,ის მაინც მთელი ცხოვრების განმავლობაში ტიროდა… სიყვარულისგან კარგს არაფერს უნდა ელოდო”.
5. “თუ უფრთოდ დაიბადეთ ხელს ნუ შეუშლით მათ გაზრდას!”
6. “მთელი მსოფლიო იცვამდა იმ ტანსაცმელს,რასაც მე ვიხდენდი”.
7. “თუ გსურთ მიიღოთ ის,რაც არასდროს გქონიათ,მოგიწევთ გააკეთოთ ის,რაც არასდროს გაგიკეთებიათ”.
8. “ჩემთვის არავის არაფერი უსწავლებია.ყოველთვის თვითონ ვსწავლობდი ყველაფერს”.
9. “სილამაზეზე ზრუნვა დაიწყეთ გულისა და სულის გალამაზებით,თორემ სასურველ შედეგს ვერასოდეს მიაღწევთ”.
10. “თუ აღმოჩნდით მწუხარების ფსკერზე ჩაძირული,თუ აღარაფერი შეგრჩათ და თქვენს ირგვლივ სულიერის ჭაჭანება აღარ არის,არ დაგავიწყდეთ,ყოველთვის არსებობს კარი,რომელზეც შეგიძლიათ დააკაკუნოთ… ეს თქვენი სამუშაოა”. (ავტორი გენია.ჯი)