იცხაკ ბენ-ცვი – (ისრაელის მოკრძალებული პრეზიდენტი)

ისრაელის პოლიტიკური მოღვაწე და ქვეყნის რიგით მეორე პრეზიდენტი - იცხაკ ბენ-ცვი (1884-1963 წლები),ძალიან გახსნილი და თავმდაბალი პიროვნება გახლდათ.იგი მიიჩნევდა,რომ პრეზიდენტი აუცილებლად მოკრძალებული უნდა ყოფილიყო და მოკრძალებულადვე უნდა ეცხოვრა.მას შემდეგ,რაც 1952 წლის 16 დეკემბერს,იცხაკი ისრაელის პრეზიდენტად აირჩიეს,მეუღლესთან ერთად კატეგორიული უარი განაცხადა საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლაზე და იმ პატარა და ღარიბულ სახლში განაგრძო ცხოვრება იერუსალიმში (იბნ-გვიროლის ქუჩაზე),სადაც პოსტის დაკავებამდე ცხოვრობდა.იგი,იქვე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და იღებდა მრავალი ერისა თუ კონფესიის სტუმრებს.გარდა ამისა,მართავდა მაღალი რანგის ოფიციალურ ეხვედრებსაც.იცხაკის მეუღლე – რახელი,უამრავი სტუმრის მიღებას ვერ აუდიოდა და ფაქტიურად,საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად დრო აღარ რჩებოდა.ამიტომ ისინი იძულებული გახდნენ მოსამსახურე აეყვანათ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მოსამსახურესაც სახელად – რახელი ერქვა,თუმცა მას შემდეგ,რაც იცხაკმა განაცხადა,რომ ოჯახში ორ რახელი ძალიან ბევრი იყო,მან სახელი შეიცვალა და რუტი დაირქვა.იგი საოჯახო საქმეების გარდა,არ ფლობდა ისეთ მიღებებზე მომსახურეობების წესებს,რასაც “ოფიციალური სადილები” მოითხოვდა,რაც ერთობ ხშირად იმართებოდა ისრაელის პრეზიდენტის მოკრძალებულ სახლში.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ერთ დღეს,მაშინ,როდესაც იცხაკს ნიდერლანდების დედოფალი სტუმრობდა,ერთობლივი ვახშმისას,იმდენად მოუხერხებლად გახსნა შამპანური,რომ საცობი პირდაპირ ნიდერლანდების დედოფლის დეკოლტეში აღმოჩნდა.

იცხაკ ბენ-ცვი ყოველ დილით,თავად დადიოდა ფეხით ახლოს მდებარე ბაზარში.ერთ დღეს,როდესაც სახლში გვიან დაბრუნდა,სახლის შესასვლელთან სიცივისაგან ატანილი მცველი დაინახა.გაკვირვებულმა იცხაკმა ჰკითხა,თუ რატომ იდგა ასეთ ყინვაში იგი გარეთ.მცველმა მიუგო,რომ თავის აუცილებელ მოვალეობას ასრულებდა სახლის შესასვლელს იცავდა.ამის გამგონე პრეზიდენტმა კი საკუთარ მცველს საოცარი ბრძანება მისცა:

” – ახალვე შებრძანდით სამზარეულოში და ცხელი ჩაი დალიეთ.შესასვლელს,მანამ თქვენ ჩაის დალევთ – მე დავიცავ!”

საბოლოოდ,ისრაელის სახელმწიფომ ქვეყნის პრეზიდენტს,იქვე ახლოს,სადაც ცხოვრობდა სახლი შეუძინა და იგი პრეზიდენტის კანცელარიად აქცია. 1962 წელს,ისრაელის ქნესეთმა,მიუხედავად იმისა,რომ პრეზიდენტი კატეგორიულ უარს აცხადებდა ხელფასის მომატებაზე,მიიღო გადაწყვეტილება მისთვის ხელფასი გაეზარდათ.იცხაკის პრეზიდენტობის პერიოდში,ისრაელში ინფლაცია და ფინანსური კრიზისი სუფევდა.ხორციელდებოდა რიგი ფულადი და ეკონომიკური რეფორმები.თავისი პრეზიდენტობის 11 წლის განმავლობაში,იცხაკს არასოდეს გადაუხედავს იმ საკითხისათვის,რასაც საკუთარ თავზე ხელფასის მომატება ჰქვია.აქვე მინდა ავღნიშნო ის გარემოება,რომ მხოლოდ 1962 წლისათვის გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი,რომ პრეზიდენტის მძღოლს 40%-ით უფრო მეტი ჰქონდა ხელფასი,ვიდრე თავად პრეზიდენტს.იმავე წელს,ისრაელის ქნესეთმა (პარლამენტმა),მიუხედავად პრეზიდენტის დიდი წინააღმდეგობისა,მისი ხელფასი გაასამმაგა,თუმცა საუბედუროდ იცხაკს აღნიშნული გასამრჯელო მხოლოდ რამდენჯერმე გადაეცა,რადგან ისრაელის მეტად მოკრძალებული და თავმდაბალი პრეზიდენტი 1963 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა.მოგვიანებით,იცხაკის პორტრეტი ისრაელის ეროვნული ვალუტის 100 შეკელიან ბანკნოტზე იქნა აღბეჭდილი. (ავტორი გენია.ჯი)