იცით თუ არა,რომ
1. ძველმა ელინელმა მოსამართლეებმა,სპარტელები,რომელთაც ოლიმპიადის დროს მშვიდობა დაარღვიეს,ოლიმპიურ თამაშებს ჩამოაცილეს.
2. 1539 წლის 10 აგვისტოს საფრანგეთის მეფემ – ფრანსუა I-მა,ფრანგული ენა საფრანგეთის ეროვნულ ენად გამოაცხადა.მანამდე ყველა ოფიციალურ დოკუმენტებს საფრანგეთში – ლათინურ ენაზე ადგენდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
3. გენიალური ძველი ჩინელი ფილოსოფოსი – კონფუცი,თავდაპირველად მენახირე გახლდათ.
4. ფუნქცია – ფილოსოფიური ლექსიკონის მიხედვით,შემდეგი სახით აიხსნება: “რაიმე ობიექტის თვისებების გარეგნული გამოხატვა მოცემულ ურთიერთობათა სისტემაში”.
5. პირველ ტროსტად (ხელჯოხად) შეიძლება მივიჩნიოთ ეგვიპტის საყოველთაოდ ცნობილი ფარაონ – ტუტანხამონის (ძვ.წ.არ-ით 1341-1323 წლები) ხელჯოხები,რომლებიც მის სამარხში იქნა აღმოჩენილი.ერთ-ერთ ბამბუკისაგან დამზადებულ ხელჯოხზე,ოქროს ასოებით შემდეგი სახის წარწერა იყო გაკეთებული: “ბამბუკი,რომელიც ბრწყინვალემ და დიდებულმა საკუთარი ხელით მოჭრა,ეკუთვნის ღვთიურს!”
6. მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საყოველთაოდ ცნობილი კათოლიკური ჰიმნის – “ავე მარიას” ტექსტის ავტორი,გენიალური შოტლანდიელი რომანისტი და პოეტი – სერ უოლტერ სკოტია (1771-1832 წლები).
7. ძველი ინდოელების წარმოდგენით წიწაკაში,თვით ცეცხლის ღმერთი – აგნი ცხოვრობდა.
8. ბრიტანეთის კუნძულების მცხოვრებთა წარმოდგენით,ადამიანები აბელის შთამომავლები არიან,ხოლო ელფები – კაენის.
9. ქართველებს გაგვაჩნია ეპოსი “ამირანიანი”,ბერძნებს – “ილიადა” და “ოდისეა”,თურქმენებს – “გეროგლი”,ტაჯიკებს – “გურგული”,ესტონელებს – “კალევიპოეგი”,ხოლო ყირგიზებს – “მანაესი”.
10. გენიალური ფრანგი მწერალის – სტენდალის (1783-1842 წლები) შემოქმედებას,მის სიცოცხლეში დიდი წარმატება წილად არ ხვდომია.სწორედ ამიტომ ეხუმრებოდნენ მეგობრები: “თქვენი წიგნები წმინდა ნაწილებივით არიან,მათ არავინ ეკარებაო…” (ავტორი გენია.ჯი)