იგავ-არაკი – “გნოლი”

ერთმა კაცმა გნოლი შეიპყრო და დაკვლა მოუნდომა.გნოლი კაცს შეეხვეწა: ოღონდ მე ნუ დამკლავ და სხვა გნოლს დაგიჭერ და მოგიყვანო.

- სწორედ მაგიტომ უფრო დაგკლავ,შენი ტოლ-მეგობრების გაყიდვა რომ გსურსო, – უთხრა კაცმა და თავი გააგდებინა. (ავტორი გენია.ჯი)