ონორე დე ბალზაკი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მწერლისა და ევროპულ ლიტერატურაში რეალიზმის ფუძემდებლის – ონორე დე ბალზაკის სახლში,ერთ უმთვარო ღამეს მძარცველი შეიპარა.სახლში უკუნი სიბნელე გამეფებულიყო და “დაუპატიჟებელ სტუმარს” არ შეუმჩნევია იქვე ოთახში,საწოლში მწოლი სახლის მასპინძელი,რომელიც უცნაურ ხმაურს გამოეღვიძებინა.ბალზაკმა რამოდენიმე ხანს აცალა მძარცველს მისი კარადის უჯრებში ფოთიალი,თუმცა ბოლოს თავი ვეღარ შეიკავა და ისტერიული სიცილი აუვარდა.გაოგნებული “სტუმარი”,რომლისთვისაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა სახლში მასპინძლის ყოფნა,კედელს გაფითრებული აკვროდა და ის იყო გაქცევით უნდა ეშველა თავისთვის,რომ ბალზაკმა შეაჩერა და ისე რომ სიცილი არ შეუწყვეტია უთხრა: ” – მეგობარო,სრულიად უშედეგოდ ეძებ ამ უკუნ სიბნელეში იმას,რასაც მე დღის სინათლეზეც კი ვერ ვპოულობო”, – რის შემდეგაც იგი სახლიდან ისე გაუშვა,რომ არავისთვის შეუტყობინებია ეს ამბავი… (ავტორი გენია.ჯი)