„დამაკვირდი”
1. „ბოღმის გულში ჩადება ჰგავს შხამის დალევას იმ იმედით, რომ შენი მტრები მოიწამლებიან”. – ნელსონ მანდელა
* * *
2. „აზროვნებდე ნიშნავს შეგეძლოს საუბარი საკუთარ თავთან”. – იმანუელ კანტი
* * *
3. „არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე ამოქმედებული უმეცრება”. – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს”. – ალბერ კამიუ
* * *
5. „მეგობარი სიყვარულით, ზნეობით, საუბრითა და საქმით იცნობა”. – ლათინური სიბრძნე
* * *
6. „დათესავ აზრს – მოიმკი ქცევას, დათესავ ქცევას – მოიმკი ჩვევას, დათესავ ჩვევას – მოიმკი ხასიათს, დათესავ ხასიათს, მოიმკი – ბედს”. – ჩარლზ რიდი
* * *
7. „სიზარმაცე სიმდიდრის ქალიშვილი და სიღარიბის დედაა”. – ადრიან დეკურსელი
* * *
8. „თუ ადამიანს სურს ინგლისში მიაღწიოს წარმატებას, გერმანელივით უნდა იცხოვროს და იმუშაოს, თუ გერმანიაში სურს წარმატების მიღწევა, ამერიკელივით უნდა იცხოვროს და იმუშაოს, ხოლო თუ საფრანგეთში სურს წარმატების მიღწევა, მაშინ ფრანგივით უნდა იცხოვროს და იმუშოას”.
* * *
9. „ღმერთი, რომლის გაგება შეიძლება, ღმერთი არ არის”. – უილიამ სომერსეტ მოემი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „მოფერებით საუბრებში ბევრი საწამლავია”. – პუბლიუსი