ნიკიტა ხრუშჩოვის “უხამსი კრიტიკა”
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცეკას პირველი მდივანი – ნიკიტა ხრუშჩოვი,ერთობ უარყოფითად გახლდათ განწყობილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და მისი პირველი კანცლერის – კონრად ადენაუერის მიმართ.შესაბამისად,მას არაერთხელ გაუკრიტიკებია როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა,ასევე მისი ხელმძღვანელი – ადენაუერიც.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ხრუშჩოვი,თავის კრიტიკას მეტად უხამსი სიტყვებით გამოხატავდა,რისი დასტურიც მის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი საჯარო განცხადებაცაა:
“ჩვენ არასოდეს მივიღებთ კონრად ადენაუერს,როგორც გერმანიის მმართველს.მას რომ შარვალი ჩახადო და უკანალზე შეხედო,დარწმუნდები,რომ გერმანია ორადაა გაყოფილი,ხოლო წინიდან თუ შეხედავ – დარწმუნდები,რომ ეს ქვეყანა ვეღარასდროს აღდგება”. (ავტორი გენია.ჯი)