“პოტიომკინის სოფლები”
“პოტიომკინის სოფლები” – წარმოადგენს ისტორიულ მითს,იმ ბუტაფორული სოფლების შესახებ,რომლებიც თითქოს აგებულ იქნა რუსი ფელდმარშალის,შავი ზღვის ფლოტის ადმირალისა და რუსეთის დედოფლის ეკატერინე II-ის ერთ-ერთი ფავორიტის – გრიგოლ პოტიომკინის (1739-1791 წლები) მიერ,იმ მარშრუტზე შავიზღვისპირეთში (ნივოროსიისა და ყირიმს შორის),რომელზედაც 1787 წელს უნდა გაევლო ეკატერინე II-ეს,მას შემდეგ,რაც აღნიშნული ტერიტორიები რუსეთისათვის დაბრუნებულ იქნა ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლის შემდეგ.მოგზაურობისას,დედოფალმა ეკატერინემ,იმ ადგილებში,სადაც ადრე მხოლოდ უკაცრიელი ველები იყო,იხილა ისეთი ლამაზი დასახლებები (სოფლები),რომ “მრავლის მნახველი” დედოფალიც კი გააოცა.ამ მოგზაურობაში,ეკატერინეს გარდა,უცხოელი დიპლომატებიც მონაწილეობდნენ და ისინიც ერთობ აღფრთოვანებული იყვნენ ნანახით. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,მას შემდეგ,რაც ცოცხალი აღარ იყვნენ არც გრიგოლ პოტიომკინი და არც ეკატერინე II,მოგზაურობაში მყოფმა ერთ-ერთმა საქსონიელმა დიპლომატმა – გეორგ გელბიხმა,პორიომკინს ბრალი დასდო იმაში,რომ მან არა მარტო დედოფალი,არამედ ყველა უცხოელი დიპლომატის მოტყუება სცადა და შეძლო კიდეც.ამის მიზეზი კი გახლდათ ის,რომ ის ლამაზი დასახლებები,სადაც სიცოცხლე ჩქეფდა და რომლებიც მათ მოგზაურობისას გზებზე ხვდებოდათ,მხოლოდ ბუტაფორიული ნაგებობები (დეკორაციები) და ფიქტიური სოფლები იყო,რომლებსაც ნამდვილ სოფლებთან არანაირი საერთო არ გააჩნდათ.თავდაპირველად,აღნიშნული ფაქტის შესახებ ლეგენდა,გამოქვეყნებულ იქნა ანონიმურად,რასაც მალევე პამფლეტი – “პანსალვინი – სიბნელის თავადი” მიუძღვნა გელბიგმა. 1811 წელს,წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა,რამაც პოტიომკინის შთამომავლების დიდი აღშფოთება გამოიწვია.ისინი აცხადებდნენ,რომ არავითარი მსგავსი ფაქტი ბუნებაში არ მომხდარა და იგი მხოლოდ,რიგი ავტორების მიერ შეთხზულ ლეგენდას წარმოადგენდა.მიუხედავად იმისა,რომ “პოტიომკინის სოფლების” არსებობის არანაირი ისტორიულად დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს,მას განვრცობა მაინც მასიურად მოჰყვა მსოფლიოში და დღემდე აქტიურად გამოიყენება,ისე როგორც საჩვენებელი და ბუტაფორული ბედნიერების სიმბოლო. (ავტორი გენია.ჯი)