“სისხლიანი არწივი” – (ვიკინგების წამების უსასტიკესი მეთოდი)
“სისხლიანი არწივი” – წარმოადგენდა სისასტიკით განთქმული სკანდინავიელი და ნორმანი მეზღვაური მეომრების – ვიკინგების,ლეგენდად ქცეულ უსასტიკესი წამების მეთოდით სიკვდილით დასჯას,რომელსაც ისინი მიმართავდნენ ტყვეების მიმართ.როგორც ცნობილია,ვიკინგები განსაკუთრებული სიძულვილით გამოირჩეოდნენ მოწინააღმდეგეების მიმართ და მათი ტყვედ აყვანის შემთხვევაში,უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) წამების შედეგად სიკვდილით დასჯის ის უსაშინელესი მეთოდი,რომელსაც “სისხლიანი არწივს” უწოდებდნენ შემდეგში მდგომარეობდა: ვიკინგები,ტყვედ აყვანილ სიკვდილმისჯილს იღლიის ჩაყოლებაზე ნეკნებს უმტვრევდნენ და ჭრილობებიდან (რომლებშიც მარილს უყრიდნენ) ფილტვებს სანახევროდ გამოსჩრიდნენ.შედეგი კი შემაძრწუნებელი სანახაობა გახლდათ – განაწამებ სხეულს თითქოსდა ფრთები ჰქონდა გამოსხმული და ამ საშინელი წამების შედეგად ადამიანის გადარჩენის არანაირი შანსი არ რჩებოდა.ერთადერთი შანსი მსხვერპლისათვის,რაც შეიძლება მალე გასცლოდა სიტყვით გამოუთქმელ წამებას,გახლდათ – “ტრამვული შოკი” ან “პნევმოთორაქსი”,რაც მსხვერპლის მალევე გარდაცვალებას იწვევდა.
ისტორიკოსთა უმრავლესობა კი,ასეთი დასჯის მეთოდს ცოცხალ ტყვეებზე ეჭვქვეშ აყენებს და მიიჩნევს,რომ “სისხლიან არწივს” ვიკინგები მხოლოდ დაღუპული მტრების გვამების შეურაცხყოფისათვის იყენებდნენ და ის ერთგვარ რიტუალსაც წარმოადგენდა.გარდა ამისა,არის მოსაზრება,რომ “სისხლიანი არწივის” შესახებ ლეგენდა,გამოგონილი იქნა რიგი ქრისტიანი ავტორების მიერ,წარმართთა წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ფარგლებში.მიუხედავად მრავალი ვერსიისა,დადასტურებული ფაქტია,რომ – “სისხლიანი არწივი” მოხსენიებულია სხვადასხვა სკანდინავიურ საგებში.გარდა ამისა,ამ უსაშინლესი მეთოდით ადამიანის სიკვდილით დასჯა ასახულია შვედეთის ქალაქ გოტლანდში აღმოჩენილ – “სტურა-ჰამარულ ქვაზე” (ზემოთ განთავსებული სურათი).”სისხლიანი არწივი” დღემდე ერთ-ერთ უსასტიკეს წამების მეთოდად არის მიჩნეული და იგი ერთგვარად ასოცირდება ბარბაროსთა სისასტიკესთან. (ავტორი გენია.ჯი)