“ფრაზეოლოგია კინოფილმებიდან”

1.  - რატომ არის,რომ ასე განსაკუთრებულად გძულს ადამიანები? რატომ გსურს,რომ მიაყენო მათ ესოდენ დიდი ტკივილი?

- იმიტომ,რომ მე ეს შემიძლია.ამასთანავე გაითვალისწინე ისიც,რომ ამას აკეთებს თითოეული ადამიანი და არა მხოლოდ მარტო მე.ჩვენ ხომ ერთმანეთს ვანადგურებთ,რათა საკუთარი თავი უფრო უკეთესად,ძლევამოსილად და ყოვლისშემძლედ ვიგრძნოთ?! ასეთი საქციელი,ერთგვარად იწვევს ჩემში ენერგიის მოზღვავებას და არ უნდა გაგიკვირდეს,რომ ეს ასეა.რადგან მთელი სამყარო ამ მეთოდით არის  მოწყობილი.

“გოგონები ბიჭების წინააღმდეგ”

2. არასდროს და არაფერი კვდება: მიედინება მდინარე,ქრის ქარი,ფრენენ ღრუბლები,ანათებს მზე,დღეს ღამე მოყვება,ღამეს დღე,ცემს გული.აკი ვამბობდი არაფერი კვდება მეთქი!

“ადამიანი-სპილო”

3. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდხანს,სწორედ ის ადამიანები ცოცხლობენ,რომელთაც განსაკუთრებით ვერ ვიტანთ.

“გოსფორდ პარკი”

4. გახსოვდეს,რომ არასოდეს გაჰყვე სხვების მიერ გაკვალულ ნაკვალევს.ცხოვრებაში ყოველთვის საკუთარი გზით უნდა იარო.

“რკინის ლედი” (ავტორი გენია.ჯი)

5. – …ამ წიგნში ძალიან ბევრი ცარიელი ფურცელია.

- დიახ სერ,ეს ცარიელი ფურცლები ისტორიისათვის არის განკუთვნილი! ჩაიდინეთ რაიმე განსაკუთრებული სიმამაცე და შესაძლოა ამ ფურცლებზე თქვენი სახელიც კი დაიწეროს.ისინი ხომ თავიანთ გმირებს ელიან!

“ადამიანი კაპუცილების ბულვარიდან”