როგირ ვან დერ ვეიდენი – “ქრისტეს გარდამოხსნა”
“ქრისტეს გარდამოხსნა” – წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვრისა და ადრენიდერლანდული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის - როგირ ვან დერ ვეიდენის (1399-1464 წლები) მიერ,ზეთის საღებავებით მუხის ფიცარზე დახატულ შედევრ-სურათს.აღნიშნული სურათს დახატვა მხატვარმა დაახლოებით 1435 წელს დაიწყო და 1440 წელს დაასრულა.სურათის სიმაღლე 220 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 262 სანტიმეტრი.”ქრისტეს გარდამოხსნის” სიუჟეტი ვეიდენმა,მოციქულების – მარკოზ მახარებლის,ლუკასა და მათეს სახარებების მიხედვით შექმნა,რომლებიც ირწმუნებოდნენ,რომ უფლის საიდუმლო გარდამოხსნა განახორციელა ქრისტეს ერთ-ერთმა მოწაფემ – იოსებ არიმათიელმა.იოანე ღვთისმეტყველის ცნობის თანახმად,აღნიშნულ პროცესიას ასევე ესწრებოდა სინედრიონის წევრი და ქრისტეს საიდუმლო მოწაფე – ნიკოდიმოსიც.არც ერთი ევანგელისტი არაფერს ამბობდა იმის შესახებ,რომ გარდამოხსნაში მონაწილეობა მიიღეს – ღვთისმშობელმა და იოანე ღვთისმეტყველმა,როგორც ეს ხშირ შემთხვევაშია ასახული ამა თუ იმ ტილოზე.ცნობა იმის შესახებ,რომ ქრისტეს გარდამოხსნას ღვთისმშობელი მარიამი ესწრებოდა,გავრცელებულ იქნა მხოლოდ შუასაუკუნეებში. ამის მაგალითად კი მოჰყავთ XIV საუკუნის ანონიმური ტექსტი – “Meditationes de Vita Christi”,რომლის შესაძლო ავტორადაც – ლუდოლფ საქსონიელი განიხილება.როგორც ვარაუდობენ,სწორედ აღნიშნულმა ნაწარმოებმა განაპირობა სახვით ხელოვნებაში ქრისტეს გარდამოხსნის პროცესზე სხვადასხვა წმინდანების დასწრების ამსახველი სიუჟეტების ასახვა.მათ შორის გახლდათ,გენიალური ნიდერლანდელი მხატვარიც – როგირ ვან დერ ვეიდენი.
ხელოვნებათმცოდნე – ლორ კემპბელმა,იდენტიფიცირება გაუწია “ქრისტეს გარდამოხსნაზე” აღბეჭდილ პერსონაჟებს.მარჯვნიდან მარცხნივ გამოსახული არიან – მარია კლეოპოვა,წმინდა იოანე ღვთისმეტყველი,სალომეა,ნიკოდიმოსი (რომლის კლავებზეც არის გადასვენებული ქრისტე),ახალგაზრდა მამაკაცი – ნიკოდიმოსის მოსამსახურე,ან შესაძლოა იოსებ არიმათიელი,წვერებიანი მამაკაცი,რომელიც იოსების გვერდით დგას,ასევე ერთ-ერთი მოსამსახურეა და მარიამ მაგდალინელი.მიუხედავად ამისა,არსებობს სხვადასხვა ვერსიებიც,რომლის მიხედვითაც ტილოზე სხვა პერსონაჟებია აღბეჭდილი.თუმცა ყველაზე სანდო ვერსია მათ შორის,მაინც ლორ კემპბელის ვარაუდია.
როგირ ვან დერ ვეიდენს,აღნიშნული სიუჟეტის მქონე ტილოს დახატვა ბელგიური ქალაქ ლიოვენში მოქმედმა არბალეტისტების გილდიამ შეუკვეთა.მას შემდეგ,რაც მხატვარმა შექმნა განუმეორებელი ოსტატობით ტილო,იგი “წმინდა მარიამის სახელობის ტაძარში” იქნა დაბრძანებული. 1548 წელს ორიგინალი ვერსია შეცვლილ იქნა ასლით.სურათის ახალი მფლობელი კი გახდა რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის კარლ V-ეს და – მარია ავსტრიელი.სურათი გარკვეული პერიოდის მანძილზე დაცული გახლდათ ბინჩეს სასახლეში.მოგვიანებით “ქრისტეს გარდამოხსნა” ესპანეთის მეფის ფილიპე II-ის მფლობელობაში გადავიდა და ელ-პრადოს სასახლეში (მადრიდში) დაიდო ბინა.სხვადასხვა პერიოდებში,ვინც აღნიშნული სურათი იხილა,აღიარებდა,რომ იგი მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო სახვითი ხელოვნების ქმნილება იყო. 1939 წელს კი,როგირ ვან დერ ვეიდენის შედევრი-სურათი – “ქრისტეს გარდამოხსნა”,რომელზეც სხვა ნიუანსებთან ერთად,ცრემლები გასაოცარი ვირტუოზულობით არის ასახული,საჩუქრად გადაეცა მადრიდის სახელგანთქმულ “პრადოს ეროვნულ მუზეუმს”,სადაც დღემდეა დაცული და კვლავაც აოცებს დამთვალიერებელს,თავისი განუმეორებელი შესრულების მანერით. (ავტორი გენია.ჯი)
როგირ ვან დერ ვეიდენის მიერ - ”ქრისტეს გარდამოხსნაზე” გენიალურად აღბეჭდილი ცრემლები…