ნოდარ ჟიჟიაშვილი – “ო,ღმერთო ჩემო…”

ო,ღმერთო ჩემო,რა დრო მოვიდა,

რა უწმინდური დადის მრავალი…

ფულს სამშობლოზე მაღლა აყენებს,

ალგეთის მგლების შთამომავალი.

***

ასე რომ ვცხოვრობთ ლუარსაბივით,

დახლართულია გზები სავალი…

სინდისი,სიბრძნე და სიყვარული,

აი,რა არის ახლა მთავარი!