“ოლიმპიური თამაშების” ისტორიიდან…

ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში,როდესაც ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი განაცხადა მასპინძელმა ქალაქმა,დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში,კერძოდ – კოლორადოს შტატში.აღნიშნულ შტატს,საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) 1976 წელს მიანიჭა უფლება ზამთრის  ოლიმპიური თამაშების  მასპინძლობისა.თუმცა რიგი სოციალური პრობლემების გამო კოლორადოში სოკი-ის ამ გადაწყვეტილებას დიდი სიხარულით არ შეხვედრიან და საკითხი ემასპინძლათ თუ არა ოლიმპიური თამაშებისათვის,რეფერენდუმზე იქნა გატანილი.რეფერენდუმიშ ჩატარების შემდეგ,შედეგები მართლაც  გამაოგნებელი აღმოჩნდა,რადგან კოლორადოს შტატის მაცხოვრებელთა უმრავლესობამ უარი განაცხადა ამ უდიდესი სპორტული ღონისძიების მასპინძლობაზე,რაც ეცნობა კიდეც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.სოკ-მა სასწრაფო წესით შეცვალა ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი და აღნიშნული პატივი ავსტრიის ქალაქ ინსბრუკს მიანიჭეს.აღსანიშნავია ისიც,რომ ინსბრუკში ოლიმპიადის ცერემონიის გახსნის დროს,პირველად და დღემდე ერთადერხელ დაფიქსირდა ის,რომ ერთი ჩირაღდნის ნაცვლად ორი ჩირაღდანი იქნა ანთებული.ერთი,როგორც წესი თავად ქალაქ ინსბრუკისათვის და ერთიც კოლორადოსათვის,რომლის უარმაც მიანიჭა ავსტრიის ქალაქ ინსბრუკს უდიდესი პატივი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისა.(ავტორი გენია.ჯი)

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტულ ღონისძიებაზე – ოლიმპიადაზე,სკანდალი “უცხო ხილი” არც თანამედროვე ეპოქაში არის და არც უძველეს ოლიმპიადებზე ყოფილა. ისტორიული ფაქტია რომ 388 წლის ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენმა,მოჭიდავემ თესალიიდან – ეუპოლუსმა,მოწინააღმდეგეები,იმისათვის,რომ მისთვის ღირსეული წინააღმდეგობა არ გაეწიათ ქრთამის საშუალებით მოისყიდა.ასევე ცნობილი ფაქტია ისიც,რომ რომის საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორმა –  ნერონმაც,მოისყიდა მსაჯები ძვ.წ,აღ-ით 67 წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე,რის შედეგადაც,ეტლით შეჯიბრების დროს არბიტრებმა,მის ყველა უმსგავსობაზე დახუჭეს თვალი და ყველა სპორტული წესის დარღვევის მიუხედავად გამარჯვებულად – ნერონი გამოაცხადეს. (ავტორი გენია.ჯი)