“ფრიდრიხ II-ს სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტი”
“ფრიდრიხ II-ს სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტი” - ინგლისურ ენაზე ”University of Naples Federiko II”,წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უძველეს უმაღლეს სასწავლებელს ევროპის მასშტაბით.იგი დაარსებულ იქნა 1224 წლის 5 ივნისს,იტალიის ულამაზეს ქალაქ ნეაპოლში,როგორც სიცილიის სამეფოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.უნივერსიტეტი ატარებს სახელს,რომის საღვთო იმპერიის იმპერატორის ფრიდრიხ II-ს (1194-1250 წლები).სწორედ მისი მმართველობის პერიოდთანაა დაკავშირებული ნეაპოლის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში პირველი სტუდენტების გამოჩენა.ფრიდრიხის გამოსახულება ასევე დატანილ იქნა საუნივერსიტეტო გერბზე. (ავტორი გენია.ჯი) მეფეს დიდი სურვილი გააჩნდა ნეაპოლის უმაღლესი სასწავლებლის დეცენტრალიზირებული სწავლები,რის გამოც ურთიერთწინააღმდეგობაში მოვიდა იმ პერიოდის რომის პაპთან – გრიგოლ IX-თან,რომელიც ფრიდრიხს შეპყრობით,ხოლო თავად ფრიდრიხი გრიგოლს პაპის ტახტიდან გადაყენებით ემუქრებოდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ “ფრიდრიხ II-ს სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტი”,პირველი უმაღლესი სასწავლებელი გახდა ევროპაში,რომელიც რომის პაპის ბულას გარეშე მოქმედებდა (რომის პაპის ბრძანებულება,წერილი ან სიგელი).უნივერსიტეტში დღემდე მოქმედებს შემდეგი ფაკულტეტები:
1. მედიცინისა და ქირურგიის ფაკულტეტი;
2. მათემატიკის,ფიზიკისა და ბუნებისმეტყველების ფაკულტეტი;
3. ფარმაკოლოგიისა და ინჟინერიის ფაკულტეტი;
4. არქიტექტურის ფაკულტეტი;
5. აგრონომიული ფაკულტეტი;
6. ვეტერინალური ფაკულტეტი;
7. იურიდიული ფაკულტეტი;
8. ეკონომიკური ფაკულტეტი;
9. ფილოლოგიის ფაკულტეტი;
10. ფილოსოფიური ფაკულტეტი.
1972-1973 წლებში ნეაპოლის უნივერსიტეტში 40 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობდა,რომელთაც ლექციებს უტარებდა 3000-მდე პედაგოგი,რომელთაგანაც 200-მდე პროფესორი იყო. (ავტორი გენია.ჯი) უნუვერსიტეტს გააჩნია რამდენიმე ფილიალი და დღესდღეობით,საერთო ჯამში სტუდენტების რაოდენობა 100 468 სტუდენტს შეადგენს.მას გააჩნია 1615 წელს დაარსებული უნიკალური ბიბლიოთეკა,რომელშიც 800 000 სხვადასხვა ეპოქაში გამოცემული წიგნია წარმოდგენილი.”ფრიდრიხ II-ს სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტმა” მისი არსებობის მანძილზე განათლება მისცა მილიონობით სტუდენტს,მათ შორის ისეთებს,რომელთაც შემდგომში უდიდესი როლი ითამაშეს იტალიის,ევროპისა და ზოგადად მსოფლიო ისტორიაში.