ელისაბედ ბარეტ ბრაუნინგის შესახებ…

ელისაბედ ბარეტ ბრაუნინგი (1806-1861 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ ინგლისელ პოეტ ქალს,რომელმაც ნარკოტიკების (ოპიუმის) გამოყენება ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დაიწყო.თუმცა,თავდაპირველად,აღნიშნულ ფაქტს სამედიცინო დანიშნულება ჰქონდა მინიჭებული,რადგან ელისაბდს ხერხემლის უმძიმესი ტრამვა ჰქონდა მიღებული. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ამას,30 წლის ასაკიდან,გულისა და ფილტვების ტკივილებიც თან დაერთო და ელისაბედმაც ოპიუმის დოზა საკმაოდ გაზარდა,იგი ნარკოტიკებს,როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება,ისე გამოიყენებდა.თუმცა,როგორც წესი,იგი ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ 1945 წლიდან ბრაუნინგი დღეში საშუალოდ 40 ჭიქა ოპიუმის ნაყენს სვამდა,რაც მართლაც კოლოსალური რაოდენობის ნარკოტიკს შეიცავდა.ცნობილია ელისაბედის გამონათქვამი: “ოპიუმი,ოპიუმი – ღამიდან ღამემდე!” – რომელსაც საკმაოდ ხშირად იმეორებდა. შესაბამისად ელისაბედისათვის ოპიუმის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელ ცნებად იქცა.იგი,ძმისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში წერდა:

“ჩემი ოპიუმი,ძალიან მეხმარება თავი შევიკავო თრთოლვისა და გულის წასვლისაგან… იგი მე ნერვული სისტემის ბალანსირებაში ძალიან მინარჩუნებს.მე,ოპიუმს მოვიხმარ არა გუნება-განწყობილების გამოსაკეთებლად,არამედ სამკურნალოდ და არ მსურს,რომ თქვენ ჩემში ეჭვი გეპარებოდეთ!”

მიუხედავად იმისა,რომ ელისაბედი თავისი ავადმყოფობის გამო სრულად გახდა დამოკიდებული ნარკიტიკებზე,მან ლიტერატურულ სამყაროში მაინც უდიდეს წარმატებას მიაღწია და მისი პოეზია (მათ შორის პოემები) ინგლისელთათვის ერთ-ერთ საუკეთესო პოეზიის ნიმუშებად იქცა.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ ელისაბედმა თავისი საყოველთაოდ ცნობილი პოემა – “მარათონის ბრძოლა” 14 წლის ასაკში დაწერა.(ავტორი გენია.ჯი)