პაკისტანის “ეროვნული გერბის” შესახებ…
“პაკისტანის ეროვნული გერბი” – წარმოადგენს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მდებარე – პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ უმთვარეს ეროვნულ სიმბოლოს. 1947 წელს,მუსულმანთა ლიგის განსაკუთრებული აქტიურობის და ძალისხმევის შედეგად,ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფამ წარმოშვა რამდენიმე სუვერენული სახელმწიფო.მათ შორის “პაკისტანის დომინიონი”,რომელსაც შემდგომ ეწოდა პაკისტანი.ხელისუფლების გადაცემა,პაკისტანელი პოლიტიკოსებისათვის განხორციელდა 1947 წლის 14 აგვისტოს.აღნიშნულმა ფაქტმა,ქვეყანას სრული დამოუკიდებლობა მოუტანა და დღის წესრიგში,სხვა უამრავ საკითხებთან ერთად – ეროვნული გერბის შემოღებაც დადგა.მიუხედავდა იმისა,რომ პაკისტანმა დამოუკიდებლობა 1947 წელს მოიპოვა,ოფიციალურად – ეროვნული გერბი,მხოლოდ 1954 წელს იქნა მიღებული და დამტკიცებული.
გერბი მწვანე ფერისაა და მის ზემოთ განთავსებულია ნახევარმთვარე,რაც ერთგავარად სიმბოლიზირდება ისლამთან (როგორც ცნობილია,ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მუსულმანური რელიგიის მიმდევარია).გერბის შუაში გამოსახულია ფარი,რაც სოფლის მეურნეობასთან ასოცირდება.მასზე კი ასახულია ქვეყანაში წარმოდგენილი ოთხი უმთავრესი მარცვლეული კულტურა – ბამბა,ჩაი,ხორბალი და ჯუტი (ტროპიკული ბალახოვანი მცენარე,რომლის ბოჭკოებიდანაც ამზადებენ უხეშ ქსოვილებსა და თოკებს).გერბზე შემოსაზღვრული ყვავილის გვირგვინი პაკისტანის ისტორიასთან სიმბოლიზირდება.გერბის ქვემოთა ნაწილში განთავსებულ მწვანე ფონზე კი განთავსებულია ის არაბულენოვანი წარწერა,რაც ქვეყნის დევიზს წარმოადგენს: “რწმენა,ერობა,დისციპლინა”. (ავტორი გენია.ჯი)