მანსა მუსა I-ის ბიოგრაფიიდან…
მანსა მუსა I (დაახლოებით 1280-1337 წლები) – წარმოადგენდა მალის იმპერიის ყველაზე ცნობილ მანსას (უზენაესი მმართველი) კეიტას დინასტიიდან,რომელიც ქვეყანას განაგებდა 1312-1337 წლებში.მისი მმართველობის წლები მალის იმპერიის “ოქროს ხანად” არის მიჩნეული.იმ პერიოდისათვის საგრძნობლად გაფართოვდა არა მარტო იმპერიის საზღვრები,არამედ ფართოდ განივრცო კულტურული გავლენის სფეროებიც.აქვე მინდა ავღნიშნო რომ,მანსა მუსამ არ იცოდა წერა-კითხვა და არ ფლობდა არაბულ ენას,რის გამოც ყოველთვის თარჯიმანი ახლდა თან.რიგი ძველარაბული ისტორიული დოკუმენტებიდან ირკვევა,რომ მანსა მუსას სახელი ქვეყნის საზღვრებს მას შემდეგ გაცდა,რაც იგი 1324 წელს,როგორც პილიგრიმი ეწვია მექას.”ტარიჰ-ალ სუდანის ქრონიკების” თანახმად ცნობილი ხდება,რომ მანსა მუსას,აღნიშნული მოგზაურობისას თან ახლდა 60 000 (სხვა ვერსიით 80 000) ადამიანი.მათ შორის 12 000 მონა,რომელთაც (თითოეულს) ოთხფუნტიანი ოქროს ზოდი მიჰქონდა (ერთი ფუნტი,დაახლოებით ნახევარი კილოგრამის ექვივალენტია).გარდა ამისა,მანსა მუსას უზარმაზარ ამალაში 60 აქლემისაგან შემდგარი ქარავანიც შედიოდა,რომელბიც ასევე ოქროთი იყო დატვირთული.ფაქტიურად,მალის იმპერატორმა მექაში ერთი ტონა ოქრო ჩაიტანა და იგი ღარიბ-ღატაკებსა და მუსულმანურ სალოცავებს შეწირა. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ოქროთი იქნა დაჯილდოებული სულთნის ყველა ჩინოვნიკი.იმ ქალაქებში კი,სადაც ხუთშაბათს ღამის გათევა უწევდა,გასცემდა წყალობას მეჩეთების მშენებლობებისათვის.მექაში ჩასულმა,სულთანს 50 000 დინარის ღირებულების საჩუქრები მიართვა.სამაგიერო ვალში არც სულთანი დარჩა და მუსას სასახლე,ძვირფასი ძიშის ბედაურები და აქლემების მთელი ქარავანი უსახსოვრა.გარდა ამისა,მოგზაურობისას გამოუყო სპეციალური სამეფო ესკორტიც.მას შემდეგ,რაც მანსა მუსა I-მა თავისი რელიგიური მისია შეასრულა,უკან დაბრუნებისას ჰიჯაგის უდაბნოშ,მასსა და მის თანმხლებთ გზა აებნათ.იქვე დაესხა მის ესკორტს თავს ბედუინთა შეიარაღებული რაზმები.მიუხედავად დიდი სირთულეებისა,მაინც მოხერხდა კაიროში მშვიდობიანად ჩასვლა,თუმცა მან იმდენად გაანიავა თავისი ქონება,რომ ფულის სესხება (50 000 დინარი) და სულთნის ნაჩუქარი სასახლის გაყიდვაც კი მოუწია.მანსა მუსას გასაოცარმა გულუხვობამ და ოქროს მასობრივად გავრცელებამ მექა,მედინა და კაირო ფინანსური გაბანკნოტების წინაშეც კი დააყენა,რადაგნ კოლოსალურად გაიზარდა ფასები სხვადასხვა პროდუქტებზე.აღნიშნულმა ფაქტმა კი რეგიონში ჰიპერინფლაცია გამოიწვია.მანსა მუსა I-ის მიერ ჩატარებული ჰაჯის შესახებ ინფორმაციამ,არა მარტო აფრიკის კონტინენტი,არამედ ევროპის კონტინენტიც მოიცვა.მისი პილიგრიმული მოგზაურობის შესახებ კი,დღემდე ლეგენდები დადის. 2012 წელს Celebrity Net Worth-ის ამერიკელმა ექსპერტებმა,მანსა მუსას ქონება,თანამედროვე გათვლებით 400 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეაფასეს და მან,ამ მაჩვენებლით ისეთ უმდიდრეს დინასტიებსაც კი გადაასწრო,როგორებიც არის – როტშილდები (ევროპაში) და როკლფელერები (ამერიკაში) . (ავტორი გენია.ჯი)