არტურ ლაისტი “ვეფხისტყაოსანის”-ს შესახებ წერდა…

“საქართველოში,კათოლიკე მისიონერების გარდა,მოქმედებენ სხვა ძალებიც ქვეყნის კულტურულად დაწინაურებისათვის.ეს ძალები თვითონ ქართველები იყვნენ,რომელნიც დამოუკიდებლათ ცდილობენ სამშობლოს გაევროპელებას.საქმე ისაა,რომ საქართველოს ტრადიციაც უწყობდა ხელს დამოუკიდებელი ლიტერატურული მუშაობა ეწარმოებინა.არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ შოთა რუსთაველმა ისეთი დიდი შემოქმედებითი სული ჩაბერა საუკუნეთა მთელ წყებას,რომ ქართველი ერის მოწინავე ელემენტებს სამუდამოდ გაუკაფა გზა ახალ და ახალ ჰორიზონტებისაკენ.”ვეფხისტყაოსანი” მორალური და სულიერი იდეალებით გაცილებით მაღლა დგას მისი დროის აღმოსავლეთის საუკეთესო პოეტურ ნაწარმოებებზედ.მისი ღირსება მხოლოდ ის კი არ არის,რომ ასახავს თანამედროვეობას მთელი სიგრძე-განით,არამედ ისიც,რომ შეუნელებლად მოუწოდებს განსრულების მაღალი მიზნისკენ.ამ მხრით,რუსთველის უკვდავ პოემას ბევრი მსგავსება აქვს მისი თანამედროვე გერმანელ პოეტის ვოლფრამ ფონ ეშენბახის – “პარსიფალთან”. (ავტორი გენია.ჯი) მხოლოდ აღსანიშნავია,რომ შოთა რუსთველი შეუდარებლად უფრო თავისუფალ შემოქმედად გვევლინება,ვინემ ეშენბახი,რომელიც თავს ვერ აღწევს რელიგიურ დოგმატებსა და საეკლესიო სწავლა-მოძღვრებათა ხლართს.

ეჭვს გარეშეა,რუსთველი ღრმად რელიგიური იყო,მაგრამ იგი არასოდეს არ იმოსება რომელიმე სარწმუნოების ტანსაცმელში.ის ხშირად ახსენებს ღმერთს,მაგრამ არასოდეს განსაზღვრულ სარწმუნოებას.შოთა იყო დეისტი და ამით მან საუკუნეებს გაუსწრო…

შოთა რუსთველის წინ ცხოვრობდა სპარსელი პოეტი ომარ ხაიამი,რომელმაც უარყო დოგმატიური სარწმუნოება,მაგრამ საეჭვოა,რომ პოეტის ნაწარმოებნი რუსთველს ცოდნოდა,რადაგანაც იმ დროს საქართველოსა და სპარსეთს შორის ძალიან იშვიათი იყო გონებრივი,იდეური ურთიერთობა.

შოთა რუსთველის გავლენა საქართველოში არასოდეს არ შეწყვეტილა. (ავტორი გენია.ჯი) თუ საღვდელოებამ აკრძალა მისი პოემა და მავნედ აღიარა,არა იმიტომ,რომ ის უზნეო ყოფილიყო,არამედ იმიტომ,რომ პოემის თავისუფალი აზრები შეუწყნარებელი იყო ეკლესიისთვის.

უნდა ვიფიქროთ,რომ რუსთველზე აღზრდილ ქართველობას არასოდეს არ დაავიწყდებოდა “ვეფხისტყაოსნის” იდეალები და მონღოლთა ბატონობის განმავლობაში მაღალ კულტურისკენ მისწრაფებას ვერ ჩაკლავდა მის გულში ეს უსაშინელესი დრო საქართველოს ისტორიისა.მართალია,განათლება საერთოდ დაეცა,მაგრამ პიროვნებანი მაინც ბრწყინავდნენ და იცავდნენ ერის ღირსებას”…