პიტერ ბრეიგელი “უფროსის” შესახებ…
გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერი – პიტერ ბრეიგელი “უფროსი” (1512-1569 წლები),40 წლის ასაკში იმყოფებოდა,როდესაც მის სამშობლოში ესპანელი ჰერცოგის – ალბას ბრძანებით,ერეტიკოსთა საშინელი დევნა და ტერორი დაიწყო.ამავე პერიოდში,ალბას მიერ ათასობით ნიდერლანდელი იქნა სიკვდილით დასჯილი. (ავტორი გენია.ჯი) სიცოცხლის უკანასკნელი წლების გატარებამ,ბრეიგელს,სწორედ ასეთი საშინელი ტერორის ფონზე მოუწია,რამაც მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია.მხატვრის ერთ-ერთი უკანასკნელი ნამუშევარი – “ყვავი სახრჩობელაზე” (დახატული 1568 წელს),ბრეიგელის მიერ,ქვეყანაში განვითარებულ ტერორს ეხებოდა.კარელ ვან მარდელი წერდა,რომ აღნიშნული ტილო მხატვარმა საკუთარ მეუღლეს – მარია კუკს უსახსოვრა.სურათზე გამოსახული ყვავი ასოცირდებოდა იმ ჭორიკნებთან,რომლების მეშვეობითაც ესპანურმა ინკვიზიციამ უამრავი ადამიანი დასაჯა სიკვდილით.ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ბრეიგელი ჭორიკნებს ვერ იტანდა და ყოველ მათგანს დიდი სიამოვნებით იხილავდა სახრჩობელაზე.თავად სახრჩობელა კი,ესპანეთის ხელისუფლებისა და ალბას ტერორთან ასოცირდებოდა.პეტერ ბრეიგელის შემოქმედების დიდი მოტრფიალე გახლდათ ერთ-ერთი ესპანელი კარდინალი – გრანველა,რომელმაც მხატვრის მთელი შემოქმედება საკუთარ სახლში გადამალა და ამით უეჭველ დაღუპვას გადაარჩინა ინკვიზიტორთა ხელიდან – პეტერ ბრეიგელი.
1551 წელს ბრეიგელმა საფრანგეთსა და იტალიაში იმოგზაურა.პალერმოში ყოფნის დროს მან იხილა პალაცო სკლაფანის ფრესკა,რომლის მიხედვითაც 1562 წელს დახატა ტილო,სახელწოდებით – “სიკვდილის ტრიუმფი”.1553 წელს ეწვია რომს,რა დროსაც გაიცნო ცნობილი იტალიელი მხატვარ-მინიატურისტი – ჯულიო კლოვიო (1498-1578 წლები).რამდენიმე ხნის მანძილზე,ბრეიგელმა მის სახელოსნოში იმუშავა.კლოვიო ძალიან მოხიბლული გახლდათ პეტერის შემოქმედებით,რის გამოც თავად შეისყიდა მისი რამდენიმე სურათი.მათ შორის,ბრეიგელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო – “ბაბილონის გოდოლი” და ” ლიონის ხედი”.
1560-იან წლებში,მხატვრის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა.იგი 1563 წელს დაქორწინდა – მარია კუკზე,რომელიც თავის მხრივ მისი ადრეული მოძღვრის ქალიშვილს წარმოადგენდა.ქორწინების შემდგომ ცოლ-ქმარი ბრიუსელში დასახლდა.მიუხედავად იმისა,რომ ამ პერიოდიდან მას სიცოცხლის მხოლოდ 6 წელიწადი ჰქონდა დარჩენილი,ბრეიგელმა აღნიშნულ მცირე დროში მაინც მოახერხა მრავალი შედევრის შექმნა.მის შემკვეთებს შორის უამრავი ცნობილი სახელი ფიგურირებდა,მათ შორის – კარდინალი – ანტუან პერენო დე გრანველა და ბანკირი – ნიკოლას იონგელიკი,რომლის შეკვეთითაც იქნა დახატული ბრეიგელის უკვდავი ტილოების სერია – “წელიწადის დროები”.
ერთ-ერთი უდიდესი ფლამანდელი მხატვარი – პეტერ პაულ რუბენსი,ბრეიგელის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი იყო.გარდა ამისა,მასთან მეგობრობდა კიდეც და მას – “უფროს ძმად” მოიხსენიებდა.როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,პიტერ ბრეიგელის შემოქმედება გაჟღენთილი გახლდათ ღრმა ტრაგიზმითა და ფილოსოფიურ-პესიმისტური სიუჟეტებით.გარდა აღნიშნული მოტივებისა,მხატვარს შექმნილი აქვს მრავალი ნამუშევარი მითოლოგიურ და ალეგორიულ თემატიკებზეც.მათ შორის 1616-1617 წლებში რუბენსთან ერთად შექმნილი ტილო,სახელწოდებით – “ოთხი ელემენტი და ხუთი გრძნობა”,რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად.დღესდღეობით,გენიალური ნიდერლანდელი მხატვრისა და გრავიორის – პეტერ ბრეიგელ “უფროსის” ტილოები დაცულია მსოფლიოს ისეთ ცნობილ მუზეუმებში,როგორებიცაა – “სახვითი ხელოვნების სამეფო მუზეუმი” (ბრიუსელი),”პრადოს მუზეუმი” (მადრიდი),”ხელოვნების ისტორიის მუზეუმი” (ვენა),”ლონდონის ეროვნული გალერეა”,”ნიუ=იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმი”,”ძველი პინათოთეკა” (მიუნხენი) და სხვა. (ავტორი გენია.ჯი)
“ბაბილონის გოდოლი”
“გზა გოლგოთისაკენ”
“მკა”
“საქორწილო ცეკვა”
“ყვავი სახრჩობელაზე”