რაფაელ სანტის ბიოგრაფიიდან…
გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა და არქიტექტორმა – რაფაელ სანტმა (1483-1520 წლები),თავისი უკვდავი ქმნილება – “მადონა კონესტაბილე”,რომელზეც ასახულია თავდახრილი,ფიქრიანი და ნაზი ღვთისმშობელი,20 წლის ასაკში დახატა.აღნიშნული ტილო დღესდღეობით დაცულია სანკტ-პეტერბურგში მდებარე “ერმიტაჟში” და მოიხსენიებენ,როგორც – “ერმიტაჟის მშვენება”. (ავტორი გენია.ჯი)
მიუხედავად იმისა,რომ რაფაელი 11 წლის ასაკში დაობლდა და სიღარიბეში მოუწია გაზრდამ,თავისი დიდი ტალანტის მეშვეობით მაინც მოახერხა და მუშაობა ისეთი ცნობილი მხატვარის სახელოსნოში განაგრძო (თავდაპირველად სახვით ხელოვნებას რაფაელი მხატვარმა და პოეტმა მამამ – ჯოვანი სანტიმ აზიარა),როგორიც გახლდათ – პიეტრო პერუჯინო.რაფაელის პირველ ნამუშევარს წარმოადგენს ფრესკა – “მადონა ყრმით”.
1504 წელს,რაფაელ სანტი იმ ფლორენციაში გადავიდა,სადაც მოღვაწეობდნენ ლეონარდო და ვინჩი და მიქელანჯელო ბუანაროტი.მიუხედავად ასეთი კორიფეებისა,რაფაელმა თავისი დიდებული შემოქმედებით,მაინც შესძლო ფლორენციაში თავის დამკვიდრება და მაღალი რენესანსის ფლორენციული სკოლის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლადაც იქცა.მიქელანჯელოსა და და ვინჩის ეპოქაში თავის დამკვიდრება კი,მართლაც ხაზს უსვამს ამ უდიდესი მხატვრის გენიალურობას.
რაფაელ სანტი,ცნობილია როგორც ხელოვანი,რომელმაც შექმნა ყველაზე მეტი სურათი “მადონა”-ს ანუ “ღვთისმშობელისა”.ყველა აღნიშნულ ტილოებზე რომელზეც “მადონა” არის გამოსახული,მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქალის სახეა გამოყვანილი.აღსანიშნავია,ის ფაქტიც,რომ დიდი იტალიელი მხატვრის ჯორჯო ვარაზის გადმოცემის თანახმად – რაფაელ სანტი ათეისტი გახლდათ,რაც ერთგვარად იწვევს გაკვირვებას,რადგან ტილოების უმრავლეოსბა რაფაელმა სწორედ რელიგიურ მოტივებს მიუძღვნა.
1508 წელს,სანტი რომში გადავიდა საცხოვრებლად და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება “სიქსტეს მადონას” და “ათენის სკოლის” შექმნა.
რაფაელის შემოქმედების მკვლევარების გადმოცემის თანახმად,თუკი რაფაელს გვერდით ლამაზი ქალი არ ჰყავდა,იგი უარს აცხადებდა შეკვეთილი ტილოების შექმნაზე.სწორედ ამიტომ,მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები და შემკვეთები,მაქსიმალურად ცდილობდნენ,რომ სანტის მუშაობის პროცესში ყოველთვის გვერდით ჰყოლოდა რომელიმე ლამაზი ქალი.ამის ერთ-ერთ თვალნათელ მაგალითად ცნობილი რომაელი ბანკირის – ბინდო ალტოვიდის პორტრეტის შექმნაც მოწმობს,რომელზეც სანტმა 6 თვე იმუშავა.მან შემკვეთს წინაპირობად ზემოაღნიშნული წინადადება დაუყენა.წინააღმდეგ შემთხვევაში შეკვეთის შესრულებაზე უარი განუცხადა.მუშაობის პროცესის განმავლობაში,მკვლევართა მონაცემების თანახმად,ბანკირის სასახლე,შეიძლება ითქვას,რომ “დახვეწილ” ბორდელადაც კი გადაიქცა.
დრეზდენის გალერეაში სანიტარული დღეა,”სურათები ისვენებენ დამთვალირებლებისაგან და თავი წესრიგში მოჰყავთ”.სურათზე რესტავრატორები – მიქაელ შვაიგერი და ადამ კალინოვსკი არიან გამოსახული,რომლებიც წმენდენ მინას,რომელიც იცავს გენიალური იტალიელი მხატვრისა და უმბრიული სკოლის უდიდესი წარმომადგენლის - რაფაელ სანტის შედევრს -”სიქსტეს მადონას”.ცნობილია,რომ რაფაელმა აღნიშნულ ტილოზე მადონას ნატურად,თავისი შეყვარებული - მარგარიტა ლუტი სენსე გამოიყენა,რომელიც რომის ერთ-ერთი რაიონის სანტა დოროთეას,პურის მცხობელის (ხაბაზის) ქალიშვილი გახლდათ.ბევრი ხელოვნებათმცოდნის აზრით ეს მანდილოსანი მოგვიანებით რაფაელის კიდევ არა ერთ ტილოზე იქნა გამოსახული,კერძოდ: “დონა ველეტაზე” და “ახალგაზრდა ქალის პორტრეტზე”.ეს უკანასკნელი სურათი იმითაც იწვევს ყურადღებას,რომ მასზე ავტორის ხელრთვაა დასმული – “რაფაელი ურბანიდან”.როგორც ცნობილია,რაფაელ სანტი ამ ქალზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული,რომელსაც მოგვიანებით სონეტიც კი მიუძღვნა.მიუხედავად ამისა,მათ შორის ურთიერთობა არ გაგრძელებულა.უნიკალურ ტილოზე,რომელსაც მისი სიყვარულის გამოვლინების ყველაზე ნათელ მაგალითად თვლიან,წმინდა მარიამისა და ჩვილის გარდა გამოსახულია რომის პაპი სიქსტუს II (რომის პაპი 257-258 წლებში),რომელიც წმინდა მარიამს ყველა ადამიანის შემწეობას სთხოვს.აღნიშნულ ტილოს სპეციალისტები ხელოვნების დიდი სულიერი ძალისა და სიყვარულის გენიალურ ძეგლად მიიჩნევენ.აღნიშნული ტილოს დახატვა რაფაელს 1512 წელს შეუკვეთა “წმინდა სიქსტეს მონასტერმა”,რომელიც დღესდღეობითაც იტალიის ქალაქ პიაჩენცაში მდებარეობს.აქვე მინდა მკითხველს შესავხსენო თუ რატომ გამოსახა 1512-1513 წლებში დახატულ “სიქსტეს მადონა”-ზე გენიალურმა რაფაელ სანტმა რომის პაპი – სიქსტუს II ექვსი თითით.როგორც ერთ-ერთი ჰიპოთეზა მოწმობს,სურათი რაფაელმა შექმნა იტალიური არმიის – ფრანგთა არმიაზე გამარჯვების აღსანიშნავად.ტილოზე გამოსახულ რომის პაპს სიქსტუს II-ესკი,ყველას-და გასაოცრად მარცხენა ხელზე გამოსახული აქვს ექვსი თითი,რაც სიმბოლურად აღნიშნავს იმას,რომ თავად სიტყვა – Six,ლათინურ ენაზე აღნიშნავს ციფრს – 6.თუკი სურათს კარგად არ დავაკვირდებით,მეექვსე თითი ჩვეულებრივ ნეკა თითად წარმოგვიდგება.
რაფაელ სანტის ყველაზე ცნობილ მოსწავლედ მიჩნეულია,ცნობილი იტალიელი მხატვარი და არქიტექტორი – ჯულიო რომანო (1492-1546 წლები),რომელმაც რაფაელის გარდაცვალების შემდეგ შექმნა ციკლი პორნოგრაფიული სურათებისა,რამაც ძალიან დიდი სკანდალი გამოიწვია.რის გამოც იგი იძულებული გახდა მანტუიაში გადასახლებულიყო.რაფაელ სანტის შედევრები კი დრესდრეობით,მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს ამშვენებს და კვლავაც აოცებს დამთვალიერებელს,შესრულების უმაღლესი ოსტატობით. (ავტორი გენია.ჯი)
“სამი გრაცია”
“გალათეას ტრიუმფი”
“რაინდის სიზმარი”