სტელა გოლდშლაგი
სტელა გოლდშლაგი - დაიბადა 1922 წლის 10 ივლისს,გერმანიაში.იგი წარმოადგენდა ებრაული წარმომავლობის მქონე კოლაბორაციონალისტ ქალს,რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა “გესტაპოსთან”,რითაც საკუთარი თავი “საყოველთაო ზიზღის” ობიექტად აქცია.იგი ფაშისტებს ეხმარებოდა ამა თუ იმ ადგილას დამალული ებრაელების აღმოჩენაში და სულ მისი საშინელი “მოღვაწეობის” მანძილზე დაუმტკიცდა 600 ებრაელის მკვლელობაში თანამონაწილეობა. (ავტორი გენია.ჯი) რადგან სწორედ მისი მიზეზითა და მითითებით იქნენ ისინი დაკავებულები გერმანელების მიერ.ცხოვრობდა ბერლინში.სკოლის დასრულების შემდგომ (ხელისუფლებაში ამ დროს უკვე ფაშისტები იყვნენ მოსული),სწავლა განაგრძო დიზაინერობის კუთხით.ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაქორწინდა,ებრაული წარმომავლობის მქონე მუსიკოსზე – მანფრედ კიუბლერზე.ისინი ერთად მუშაობდნენ ბერლინის ერთ-ერთ ფაბრიკაში.1942 წელს,მაშინ როდესაც მასიურად დაიწყო ებრაელთა დეპორტაცია “სიკვდილის ბანაკებში”,მან თავი გადაირჩინა საკუთარი გარეგნობის საშუალებით,რადგან ძალიან ჩამოჰგავდა “არიელს”,ქერა თმებითა და დიდი ცისფერი თვალებით.მიუხედავად ამისა,1943 წელს ის მაინც იქნა დაკავებული და იმისათვის,რომ საკუთარი თავი,მეუღლე და დედ-მამა გადაერჩინა,გესტაპოსთან თანამშრომლობას დათანხმდა.სტელა ბერლინში დამალული ებრაელების ძებნით და აღმოჩენით დაკავდა. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც “სიკვდილს დამალულ” თანამემამულეებს აღმოაჩენდა,მათ იგი დახმარებას ჰპირდებოდა,რის შემდეგაც,მასზე მიკედლებულ გაუბედურებულ ადამიანებს “გესტაპოს” გადასცემდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სტელამ რამდენიმე მისი ნათესავის გადარჩენის მიზნით,დაუდასტურებელი ინფორმაციით,სასიკვდილოდ გასწირა 600-დან 3000-მდე ებრაელი თანამემამულე.მიუხედავად მისი აქტიური თანამშრომლობისა გესტაპოსთან,სტელას მეუღლე და დედ-მამა მაინც გადაგზავნილ იქნენ სხვადასხვა კონცლაგერებში,სადაც ისინი ფიზიკურად იქნენ განადგურებული.თუმცა მას მაინც არ შეუწყვეტია თავისი საშინელი დაბეზღების “პროცედურები” და 1945 წლის მარტამდე თანამშრომლობდა “გესტაპოსთან”.
ომის დასრულების შემდგომ შეეცადა მიმალვას.ამავე პერიოდში გააჩინა ბავშვი – ივონა მაისლი,რომელიც დღემდე ცოცხალია და საკუთარი დედის მიმართ უდიდეს ზიზღს და სირცხვილს განიცდის.მალევე ბავშვის დაბადებიდან (1945 წლის ოქტომბერში),საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ დაკავებულ იქნა და 10 წლიანი სასჯელი მიესაჯა.სასჯელის მოხდის შემდგომ დაბრუნდა დასავლეთ ბერლინში,რა დროსაც იგი კვლავ იქნა დაკავებული,რის შემდეგაც კიდევ 10 წლიანი სასჯელი მიესაჯა.თუმცა წინა სასჯელისაგან განსხვავებით მას ათი წლის სასჯელის მოხდა არ მოუწია და განთავისუფლების შემდგომ დაქორწინდა ყოფილ ნაცისტზე.საკუთარმა ქალიშვილმა დედა არ მიიღო და ყველანაირად ცდილობდა მისგან დისტანცირებას.1994 წელს,”საყოველთაო ზიზღის” ობიექტად ქვეულმა სტელა გოლდშლაგმა,72 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მისი სახელის ხსენება კი დღემდე “ტაბუდადებულია” თავის შთამომავლობაში.