უილიამ შექსპირი – “სონეტი LXI”

შენი სახეა ნუთუ,ღამით ჩემთან რომ მოდის,

და დამძიმებულ ქუთუთოებს ძილს არ ანებებს?

ნუთუ შენ მიფრთხობ სანატრელი სიმშვიდის ლოდინს,

როცა თავადაც ემსგავსები ღამის ზმანებებს.

***

შენი სულია ნუთუ ჩემთან შორით მოსული,

რაც საქმეში და საფიქრალში ძალად მეჭრება,

ამაოებით და სირცხვილით გარემოცული,

ჩემი ცხოვრება რომ შეიპყრონ კვლავაც ეჭვებმა?

***

არა,შენ არ ხარ,ვინც თვალთაგან წარმტაცა რული,

არც სიყვარულის ზმანება ხარ და არც მაქცია,

ეს მხოლოდ ჩემმა სიყვარულმა წამართვა სრული

მოსვენება და შენს დარაჯად გადამაქცია.

***

მე შენთვის ვფხიზლობ,შენ კი სადღაც იღვიძებ ამდროს…

ჩემგან შორსა ხარ,ვიღაც სხვა კი გულს ახლოს განდობს…