მამუკა სალუქვაძე “ეროვნული ტრაგიზმის” შესახებ წერდა…
“დასრულდა კი ტრაგედია,განიდევნა ეშმაკი და განიწმინდა ერი? – ვფიქრობ,თვით ტრაგედია დასრულდა,როგორც უნდა დასრულებულიყო – სისხლით,უბედურებებით,საშინელებებით,თუმც,ამავე დროს,ბოროტების მხილებით. – როგორ უნდა მოხდეს ერის განწმენდა,ან რა გზა არსებობს? – გზა ერთადერთია,გზა ჭეშმარიტი ქრისტიანისა.პირველ რიგში უნდა აღდგეს რწმენა,რომელიც სამწუხაროდ დაკარგული გვაქვს და სწორედ უღმერთობა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჩვენი უბედურებისა. – და როგორ უნდა მოხდეს რწმენის აღდგენა? – ეს უაღრესად ძნელი და რთული საქმეა.თავდაპირველად არასწორი გზით წასული ადამიანი უნდა დააბრუნო გზაგასაყართან და შემდგომ სწორი გზით წაიყვანო… ნუგეში მხოლოდ რწმენაშია.ნუ დაგვავიწყდება,რომ მარიამისა და მართას რწმენამ არადგინა ლაზარე მკვდრეთით.დღეს მკვდარია საქართველო და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს ხსნისათვის და მან ისმინა ჩვენი ვედრება და ინება ლაზარეს აღდგინება მკვდრეთით,დანარჩენი ჩვენს ჭეშმარიტ რწმენაზეა დამოკიდებული. და თუ ფარისევლურად არ ვიტყვით “ჩვენთან არს ღმერთი”,არამედ წრფელი გულით ვიწამებთ ყოვლისშემძლეობას უფლისას,გადარჩება საქართველო”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მამუკა სალუქვაძე გახლდათ ცნობილი ქართველი პოეტი,რომელიც სამწუხაროდ სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.ზემოაღნიშნული სიტყვები კი მას შემდეგ დაწერა,რაც საქართველოში ძმათამკვლელ ომს,აფხაზეთის დაკარგვაც მოჰყვა… (ავტორი გენია.ჯი)