კუევა-დე-მენგა
კუევა-დე-მენგა (ან შესაძლოა მოვიხსენიოთ,როგორც – “დოლმენი მენგა”) – წარმოადგენს ყველაზე დიდ დოლმენს (მეგალითური ნაგებობას,ყორღანს) ევროპაში,რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლით თარიღდება.იგი განთვსებულია ესპანეთის ქალაქ ანტეკერას შემოგარენში.დოლმენის სიღრმე 25 მეტრია,სიგანე 5 მეტრს აღწევს,ხოლო სიმაღლე 4 მეტრს.”კუევა-დე მენგას” დოლმენი შედგება 32 დიდი და მასიური ქვის ბლოკისაგან,რომელთაგან ყველაზე დიდის წონა 180 ტონას აღწევს. (ავტორი გენია.ჯი) მისი აგების და შიგ დასაკრძალი პალატების გაკეთების შემდგომ,ის გამოიყენებოდა მმართველი დინასტიის ოჯახის გარდაცვლილი წევრების დასაკრძალავად.დოლმენის ზემოთა მხარე მიწით იქნა დაფარული,რამაც მას ერთგვარად მისცა ბორცვის სახე,ისეთივე როგორიც მას დღეს აქვს შენარჩუნებული.”კუევა-დე-მენგა”-ს დოლმენის არქეოლოგიური კვლევები,პირველად XIX საუკუნეში დაიწყო და როდესაც ის გახსნეს,მასში აღმოჩენილ იქნა ასეულობით გარდაცვლილი ადამიანის ჩონჩხი. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით “კუევა-დე-მენგა” ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ესპანური ქალაქის ანეტეკერასი და მას უამრავი ტურისტი სტუმრობს.