“ცინიზმი”

“ცინიზმი” – წარმოადგენს აგდებულ დამოკიდებულებას დამკვიდრებული საზოგადოებრივი მორალის,ზნეობრივი ნორმებისადმი და თავხედურ გულახდილობას,ისეთი რამისადმი,რაც საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს.ცინიკოსი ადამიანების მიმართ შემდეგ განმარტებას აკეთებენ – “ცინიკოსმა ყველაფრის ფასი იცის,მაგრამ ღირებულება – არაფრის”.ცინიზმისათვის და ზოგადად ცინიკოსებისათვის,ერთობ დამახასიათებელი თვისებებია ირონია,ვულგარულობა და პირფერობა.ცინიზმმა შემდგომში,უდიდესი გავლენა იქონია მრავალ ევროპულ დილოსოფიურ მიმდინარეობაზე,მათ შორის სტოიციზმსა და ეკზისტენციალიზმზე.თავად სიტყვა – “ცინიზმი”,მომდინარეობს დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსისა და კინიკური სკოლის ფუძემდებლის – ანტისთენეს (ძვ.წ.აღ-ით V-IV საუკუნეები) მიერ დაარსებული ბერძენი ფილოსოფოსების ჯგუფის,კინიკოსების სახელიდან.ისინი მხარს უჭერდნენ ცხოვრების უბრალო,კეთილგონივრულ და არამატერიალურ ცხოვრების სტილს.”კინიკური სკოლა” – “ცინიკური სკოლა” ანუ სოკრატული ფილოსოფიური სკოლა ძველ საბერძნეთში,დააარსებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით 380 წელს ანტისთენეს მიერ.იგი,სოკრატეს მოძღვრებას ავითარებდა ძირითადად ეთიკაში. (ავტორი გენია.ჯი) სოკრატული დებულება – “ბედნიერება სიკეთის მიღწევაშია”, – კინიკოსებმა თავისებურად განავითარეს თავისუფალ და ავტონომიურ პიროვნების თეორიად.ანტინთენე და დიოგენე სინოპელი ადამიანს ურჩევდნენ ბუნებასთან დაახლოებას,საზოგადოებისაგან გაქცევას,პირველყოფილს მდგომარეობაში დაბრუნებას.დიოგენე სინოპელმა კინიკური იდეები ცხოვრების წესად აქცია.სტოიციზმის მიმდევრებმა კინიკოსებისაგან აიღეს მსოფლიო სახელმწიფოს,საყოველთაო თანასწორობისა და კოსმოპოლიტიზმის იდეები.შემეცნების ახსნაში კინიკოსებმა უარყვეს სოკრატეს ზოგადის,გვარეობითი ცნებების თეორია და წინა პლანზე დააყენეს ინდივიდუალურის, ერთეულადის მნიშვნელობა,გააკრიტიკეს პლატონის იდეების თეორია.დიოგენე სინოპელი,რომელიც განსაკუთრებული ცინიზმით იყო გამორჩეული,აცხადებდა,რომ არაფერი ესაჭიროებოდა.იგი,მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად.ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა უნიკალურ ძველბერძნულ ცივილიზაციას.ამის გამო მას – “შეშლილი სოკრატე” უწოდეს.მისი ძირითადი მოთხოვნილებები აუცილებელ მინიმუმამდე იყო დაყვანილი: მოსასხამს სამოსელად და საწოლად იყენებდა,საკვებისთვის ერთი ჯამი ჰქონდა,სასმელისთვის კი ერთი თასი.ერთ დღეს დიოგენემ პატარა ბიჭი ნახა,რომელსაც ოსპის მარცვლები პირდაპირ პურზე ედო,რის შემდეგაც თავისი ერთადერთი ჯამი გადააგდო,ხოლო როცა დაინახა,იგივე ბიჭი თუ როგორ სვამდა წყალს ხელიგულიდან,თასიც გადააგდო. 90 წლის ასაკში დიოგენემ სუნთქვა შეიჩერა და ამგვარად მოიკლა თავი.თავისი ცხედრის შესახებ კი ასეთი რამ დაიბარა: “დაუმარხავად გადმაგდეთ ცხოველთა საჯიჯგნად,ანდა ორმოში ჩამაგდეთ და ცოტა მტვერი მიმაყარეთ”, – რაც დამეთანხმებით რომ საკუთარი თავის მიმართ გამოვლენილი უკიდურესი ცინიზმია. XIX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ პოეტს – შარლ პიერ ბოდლერს მიეწერება ერთი საყოველთაოდ ცნობილი მეტაფორა,რომელიც საკმაოდ კარგად ასახავს ცინიზმისა და ირონიის ერთად ნაზავს – „ეს ცხოვრება საავადმყოფოა,სადაც ყველა ავადმყოფი შეპყრობილია სურვილით,სხვის საწოლზე იწვეს“.ცინიზმი დამანგრეველია.ის არის მჟავა,რომელიც კულტურის სუსტ სხეულს ჭამს.მიუხედავად ამისა,რაღაც დოზით ის აუცილებელია,საზოგადოება რომ არ გაქვავდეს,მაგრამ დოზასაც გააჩნია.თანამედროვე სამყაროში,”ცინიზმი” ასოცირდება შეურაცხყოფასთან,დაცინვასთან,ირონისათან და სხვა რიგ უარყოფით ქმედებებთან,რის გამოც იგი ერთობ არაპოპულარულ დამოკიდებულებად განიხილება ადამიანების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი)