“იმორტალიზმი”
“იმორტალიზმი” - ლათინურ ენაზე ”Immortalitas”,სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს – “უკვდავებას”.იგი წარმოადგენს სისტემას ადამიანის მსოფლმხედველობისა,რომელიც დაფუძნებულია სწრაფვაზე,ნებისმიერი ფორმით გაექცეს ფიზიკურ სიკვდილს,ან შეაჩეროს იგი და რაც შეიძლება დაშორდეს მას.“იმორტალიზმი” ძალიან ხშირად გამოიყენება “იმორტალისტური ფილოსოფიის” სინონიმად.მარადიული სიცოცხლისაკენ სწრაფვა და ძიება უკვდავებისა,უკვე ათასობით წელიაწადია ადამიანისათვის ყველაზე უმთავრეს და ყველაზე ღრმა მისწრაფებას წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) მისი ძიების საწყისები მრავლად მოიპოვება თითქმის ყველა რელიგიურ სწავლებებში და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს თემას მსოფლიო საკაცობრიო კულტურისა.აუცილებელია “იმორტალიზმი” განვასხვავოთ “სამეცნიერო იმორტალიზმისა” და “ეზოთერიული იმორტალიზმისაგან”,რადგან ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან,მიზნის მიღწევის მეთოდების მხრივ.
ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი მეცნიერის და ფიზიკის თეორიტიკოსის – რიჩარდ ფილიპს ფეიმანის (1918-1988 წლები),მოსაზრებით,ბუნებაში არ არსებობს არანაირი ფუნდამენტური პრინციპი სიცოცხლის გახანგრძლივების შეზღუდვისა,ან უკვდავებისკენ სწრაფვის აკრძალვისა.ამ საკითხისადმი მედიცინის დაინტერესებაც ძალიან დიდია.XX საუკუნეში,სწორედ მედიცინამ შეძლო მსოფლიოში,ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა წინა საუკუნეებისაგან განსხვავებით 47-77 წლებამდე აეყვანა,სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატების გამოგონებითა და გამოყენებით. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ჯერ-ჯერობით ყოვლად შეუძლებელია “მარადიული ფიზიკური სიცოცხლის” შენარჩუნება და მეცნიერების აზრით ეს შეუძლებელიც იქნება,რადგან ამ შემთხვევაში უმთავრეს წინაღობებად აღიმართება – “ადამიანისვე ფიზიკური და ბიოლოგიური კანონები”,რომელთა გადალახვაც არავის ძალუძს.