ფრაზეოლოგია – „ჟურნალისტიკის” შესახებ…
1. „ჟურნალისტიკა გახლავთ ის ხელოვნება, სადაც შესაძლებელია მტრები ფულად აქციოთ”. – კრეიგ ბრაუნი
* * *
2. „ჟურნალისტიკა – ნამდვილი ჯოჯოხეთია. მასში მრავლად არის უკანონობის უფსკრული, სიცრუე და ღალატი; მისგან სუფთად თავის დახსნა ძალუძთ მხოლოდ იმათ, ვინც დანტე ალიგიერივით დაიცავს ვერგილიუსის დაფნის გვირგვინს”. – ონორე დე ბალზაკი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „თუკი დავდგებოდი არჩევანის წინაშე: მყავდეს მთავრობა პრესის გარეშე თუ პრესა მთავრობის გარეშე, არც კი დავფიქრდებოდი ისე ავირჩევდი მეორეს”. – ტომას ჯეფერსონი
* * *
4. „როდესაც ძაღლი კბენს ადამიანს, ეს არ არის ახალი ამბავი – ახალი ამბავია, როდესაც ადამიანი კბენს ძაღლს”. – ჩარლზ ანდერსონ დეილა
* * *
5. „არასოდეს დაუჯეროთ გაზეთებს და სარკეს”. – ჯონ ოსბორნი
* * *
6. „ის, რაც დაწერილია მხოლოდ ავტორის სიამოვნებისათვის, არაფრად ღირს”. – ბლეზ პასკალი
* * *
7. „ჟურნალისტიკა გახლავთ ხელოვნება, რომელიც სხვებს უხსნის იმას, რაც თავადაც ვერ აუხსნია”. – ტომას ჯეფერსონი
* * *
8. „გველს რომ ევა თანამედროვე ჟურნალისტების ენით ეცდუნებინა, დღეს კაცთა მოდგმა კვლავ სამოთხეში იცხოვრებდა”. – ჰენრიკ შერინგი
* * *
9. „როგორც წესი, პრესას უბედურებები კვებავს”. – კლემენტ ეტლი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „ჟურნალისტთა უმეტესობა ბრმები და ყრუები რომ ყოფილიყვნენ, დარწმუნებული ვარ, მათი რეპორტაჟები ბევრად უფრო ობიექტური იქნებოდა”. – სტას იანკოვსკი
* * *
11. „ჟურნალისტი – არის ის ადამიანი, რომელსაც ყოველდღიურად რაღაც ახალი აქვს სათქმელი”. – უცნობი ავტორი
* * *
12. „ჟურნალისტი გახლავთ ადამიანი, რომელიც დაჯილდოვებულია უნარით, შეავსოს ყოველდღიური სიცარიელე”. – ჯეიმ რებეკა უესტი
* * *
13. „ჟურნალისტიკაა – გაავრცელონ ცნობა ლორდ ჯონის გარდაცვალების შესახებ, მაშინ, როდესაც მისი სიცოცხლისა და არსებობის შესახებაც კი არ იცოდა ხალხმა არაფერი”. – ჯილბერტ კილ ჩესტერტონი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
14. „გაზეთში სტატიის დაწერისათვის არანაირი კვალიფიკაცია არ არის საჭირო, თუმცა იმისათვის, რომ იგი წაიკითხო და გაიაზრო, აუცილებელია სრულყოფილად იცნობდე ადამიანებს, სამყაროს და საგნებს”. – ჰუგო შტეინჰაუზი
* * *
15. „ჟურნალისტი – ყველაზე ზარმაცი შრომისმოყვარეა ამ ქვეყანაზე”. – დევიდ რენდალი