კომეტა – D/1993 F2 (შუმეიკერები – ლევი)
კომეტა – D/1993 F2 (შუმეიკერები – ლევი) – წარმოადგენდა მცირეპერიოდულობის მქონე იმ კომეტას,რომელიც პირველ (და 2009 წლამდე ერთადერთ) ციურ სხეულად იქცა,რომლის შეჯახებაც იუპიტერთან,დაფიქსირებულ იქნა 1994 წელს ასტრონომების მიერ.აღნიშნული მოვლენა,მზის სისტემის ციური სხეულების ერთმანეთთან შეჯახების პირველი ფაქტი გახლდათ ისტორიაში,რომელსაც ასტრონომებმა დააკვირდნენ. (ავტორი გენია.ჯი) კომეტა – D/1993 F2 (შუმეიკერები – ლევი),აღმოჩენილ იქნა 1993 წლის 24 მარტს კალიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ სან-დიეგოს “მაუნტ პალომარის” ობსერვატორიიდან,ცნობილი ასტრონომების – იუჯინ და კაროლინა შუმეიკერების (მეუღლეები) და დევიდ ლევის მიერ.აღმოჩენისას,კომეტა უკვე წარმოადგენდა ფრაგმენტების ჯაჭვს და როგორც გამოითვალეს 1992 წლის 7 ივლისს,იგი იუპიტერისგან 15 000 კილომეტრის დაცილებით იმყოფებოდა.იმ დროისათვის მოქცევითმა ძალამ კომეტა 21 ფრაგმენტად გაჰყო.თითოეული,ძირითადი ფრაგმენტის დიამეტრი 2 კილომეტრს შეადგენდა. 1994 წლის ივლისის თვეში,კომეტის ფრაგმენტები 64 კილომეტრ-წამის სისწრაფით შეიჭრა იუპიტერის ატმოსფეროში და შეეჯახა მას.კომეტის მცირე ფრაგმენტები კი იუპიტერზე ცვენას 16-დან 22 ივლისის ჩათვლით განაგრძობდა.აღნიშნული მოვლენა არა მარტო დედამიწიდან იქნა დაფიქსირებული,არამედ კოსმოსიდანაც.თუმცა,თავად შეჯახების მომენტი დედამიწიდან ვერ დაფიქსირდა,რადგან შეჯახების ადგილს იუპიტერის სამხრეთ ნახევარსფერო შეადგენდა,რომელიც ჩვენი პლანეტიდან არ ჩანს.კომეტის იუპიტერთან შეჯახების მომენტი დაფიქსირებულ იქნა NASA-ს ავტომატური კოსმოსური აპარატის – “გალილეოს” მიერ,რომელიც სპეციალურად იქნა შექმნილი იუპიტერის გამოსაკვლევად და მასზე დასაკვირებლად.აღნიშნულმა შეჯახებამ,კომეტა – D/1993 F2 (შუმეიკერები – ლევი) იმ პირველ ციურ კოსმოსურ სხეულად აქცია,რომელზეც ასტრონომებმა განახორციელეს დაკვირვება. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აქვე მინდა გითხრათ,რომ კომეტა – D/1993 F2 (შუმეიკერები – ლევის) ერთ-ერთი აღმომჩენი მეცნიერი – იუჯინ შუმეიკერი,ერთადერთი ადამიანია ისტორიაში,რომელიც მთვარეზე იქნა დაკრძალული.კერძოდ,მისი ფერფლიანი კაფსულა,სპეციალურად მთვარის კვლევებისთვის შექმნილი პლანეტათშორისი კოსმოსური სადგურის – Lunar Prospector-ის მეშვეობით იქნა მთვარეზე დაფლული. (ავტორი გენია.ჯი)