არტურ სტენლი ედინგტონის ორიგინალური პასუხი ჟურნალისტს…
არტურ სტენლი ედინგტონი (1882-1944 წლები) – წარმოადგენდა იმ გენიალურ ინგლისელ ასტროფიზიკოსსა და მეცნიერს,რომელმაც პირველმა მიანიჭა უდიდესი მნიშვნელობა,ალბერტ აინშტაინის მიერ შექმნილ – “ფარდობითობის ზოგად თეორიას” და არა ერთი მეტად საინტერესო პუბლიკაციაც მიუძღვნა აღნიშნულ საკითხს.ერთ-ერთი ინტერვიუს დროს,ჟურნალისტმა არტურ სტენლი ედინგტონს შემდეგი შეკითხვა დაუსვა:
- სერ,მართალია თუ არა ის,რომ თქვენ ერთ-ერთი მეცნიერი ხართ იმ სამ ადამიანს შორის,რომელთაც გაიგეს და გაითავისეს ალბერტ აინშტაინის მიერ შექმნილი ზოგადი ფარდობითობის თეორიის მნიშვნელობა?
ჟურნალისტისათვის მოულოდნელად,ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა.ეტყობოდა,რომ ედინგტონს პასუხის გაცემა ძალიან უძნელდებოდა.ამ უხერხული სიტუაციიდან გამოსვლას კი თავად ჟურნალისტი შეეცადა:
- შესაძლოა ისე ვერ გამოვთქვი რაც მსურდა? მე,ვიცი,რომ თქვენ საკმაოდ თავმდაბალი პიროვნება ხართ და ალბათ გაგაღიზიანათ ჩემს მიერ დასმულმა უტაქტო კითხვამ?
- არაფერია… არაფერი… – გაიღიმა რესპოდენტმა და ჟურნალისტს მიმართა:
- ჩემი ხანგრძლივი დუმილი,მხოლოდ იმითი იყო გამოწვეული,რომ ვფიქრობდი თუ ვინ არის ის მესამე,რომელმაც ალბერტ აინშტაინის – “ზოგადი ფარდობითობის თეორიის” სიღრმეებს ჩასწვდა და სამწუხაროდ ვერ გავიხსენე! (ავტორი გენია.ჯი)