პოლ ფრანსუა ველი
პოლ ფრანსუა ველი - დაიბადა 1709 წელს საფრანგეთის ქალაქ რეიმსთან ახლოს.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ფრანგ ისტორიკოსსა და ისტორიოგრაფს,რომელიც ავტორი გახლავთ საყოველთაოდ ცნობილი,8 ტომად გამოცემული წიგნისა – “საფრანგეთის ისტორია”.გარდა ისტორიკოსობისა,იგი იეზუიტთა ორდენის აბატიც იყო,სადაც ველი 1726 წელს გაწევრიანდა და მალევე ამავე ორდენის პროფესორის ხარისხიც მიიღო რეიმსში.(ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით პარიზში მდებარე ლუი დიდი დოფინის კოლეჯის პროფესორი ხდება (ეს ის უმაღლესი სასწავლებელია სადაც ისეთი გენიოსები სწავლობდნენ,როგორებიც იყვნენ – ჟან-ბატისტ მოლიერი,ვიქტორ ჰიუგო,ჟორჟ პომპიდუ,ჟაკ შირაკი და სხვები).პოლ ფრანსუა ველი დაკავებული გახლდათ თარგმანებითაც.კერძოდ მან თარგმნა დიდი ანგლო-ირლანდიელი მწერლ-სატირიკოსისა და ფილოსოფოსის – ჯონათან სვიფტის სხვადასხვა სატირული ჟანრის პამფლეტები (ავტორი გენია.ჯი).ველი საფრანგეთის ისტორიის ღრმად შესწავლას ადრეული ასაკიდანვე შეუდგა და უკვე 1755 წელს გამოსცა პირველი ორი ტომი თავისი ყველაზე ცნობილი წიგნისა – “საფრანგეთის ისტორია”.1759 წელს კი მან საბოლოოდ დაასრულა იგი.მის მიერ დაწერილი ზემოთაღნიშნული წიგნი,საფრანგეთში არაერთხელ გამოიცა.მის შესახებ ინტერესდებოდნენ და წერდნენ ისეთი ცნობილი ფრანგი ინტელექტუალები,როგორებიც იყვნენ – ფრანსუა-მარი არუე (ვოლტერი),გაბრიელ ბონო დე მაბლი და სხვები.”საფრანგეთის ისტორია”,რომელიც მოიცავდა უძველესი ეპოქიდან დაწყებული საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს,იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ისტორიულ წიგნად იყო აღიარებული.შესაბამისად დიდი ინტერესითაც სარგებლობდა ფრანგ მკითხველში.პოლ ფრანსუა ველი უცაბედად დაავადდა,რის შედეგადაც მალევე გარდაიცვალა 1759 წლის 4 სექტემბერს,საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.(ავტორი გენია.ჯი) მის მიერ დაწერილი წიგნი და ზოგადად მოღვაწეობა კი დღესაც დიდი ინტერესის საგნად მიიჩნევა საფრანგეთში. (ავტორი გენია.ჯი)