ალბერტ აინშტაინის შესახებ…

XX საუკუნის უდიდეს ფიზიკოს-თეორიტიკოსს – ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს,თუ როგორ ხორციელდებოდა გენიალური აღმოჩენები,რაზეც მისგან  შემდეგი პასუხი მოისმინეს:

- ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება! მეცნიერთა უმრავლესობა თავდაპირველად მიიჩნევს,რომ ამა თუ იმ აღმოჩენის შესაძლეობლობა არ არსებობს.თუმცა,გამოჩნდება ერთი ისეთი სულელიც,რომელიც მათ არ ეთანხმება და ამტკიცებს იმას,თუ რატომ არ ეთანხმება მათ. (ავტორი გენია.ჯი)

***

1930-იან წლებში,გერმანიაში გამოიცა წიგნი სახელწოდებით – “ასი პროფესორი ამტკიცებს,რომ ალბერტ აინშტაინი არ არის მართალი”.აღნიშნული წიგნი მიძღვნილ იქნა “ფარდობითობის ზოგადი თეორიისადმი”,სადაც გაკრიტიკებული იყო არა მარტო ალბერტ აინშტაინი,არამედ მისი თეორიაც.მას შემდეგ,რაც ალბერტმა წიგნის შესახებ ცნობა მიიღო,გაიღიმა და თქვა:

- ასი? რა საჭირო იყო ამდენი პროფესორი? რა,ერთი არ იყო საკმარისი?

***

ერთ-ერთმა რეპორტიორმა აინშტაინს დაუსვა შეკითხვა,იწერდა თუ არა იგი მის გენიალურ იდეებსა და აზრებს და თუ იწერდა,სად? ბლოკნოტში,სპეციალურ კართოტეკაში თუ ჩანაწერების წიგნში?! რესპოდენტმა,რეპორტიორის იმ ბლოკნოტს დახედა,რომელშიც დიდი მეცნიერის პასუხებს იწერდა და არაერთაზროვნად უპასუხა:

- ჩემო კარგო! სამწუხაროდ,გენიალური იდეები იმდენად იშვიათად მომდის თავში,რომ მათი დამახსოვრება არც თუ ისე რთულია. (ავტორი გენია.ჯი)

***

ერთხელ ალბერტ აინშტაინს დაუსვეს შეკითხვა:

- რომელი იარაღი იქნება უმთავრესი მე-3 მსოფლიო ომის დროს?

- არ ვიცი, – უპასუხა მეცნიერმა. – თუმცა დადასტურებით შემიძლია გითხრათ,რომ მე-4 მსოფლიო ომის დროს მთავარი იარაღი ქვის ნაჯახი იქნება.

***

ალბერტ აინშტაინის მეუღლეს – ელზა აინშტაინს,ჟურნალისტმა ჰკითხა,თუ რას ფიქრობდა საკუთარი მეუღლის შესახებ.

გენიალური მეცნიერის თანამეცხედრემ კი,ჟურნალისტს შემდეგი პასუხი გასცა:

- ჩემი მეუღლე ნამდვილი გენიოსია! მას შეუძლია გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერი,გარდა ფულისა! (ავტორი გენია.ჯი)