ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკი – “ეპიზოდი”
დიდმა ფრანგმა ქიმიკოსმა,ფიზიკოსმა და საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიის სრულუფლებიანმა წევრმა – ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკმა (1778-1850 წლები),ერთ-ერთი ქიმიური ცდის ჩატარების დროს ცალი თვალი დაკარგა.სწორედ იმ პერიოდში,მას შეხვდა სიეზის ეპისკოპოსი,რომელიც მეტად თავდაჯერებულობითა და სითამამით გამოირჩეოდა.გარდა ამისა,იგი პროტექციის შედეგად საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიის წევრიც გახლდათ.მას შემდეგ,რაც ლუსაკმა და ეპისკოპოსმა ერთმანეთი მოიკითხეს,ჟოზეფის გასაოცრად ეპისკოპოსმა ძალიან უტაქტო შეკითხვა დაუსვა:
- ვერაფრით გამიგია,როგორ უნდა იყო მეცნიერი,როდესაც ერთი თვალი გაქვს? რა უნდა დაინახო ცალი თვალით?
მიუხედავად ასეთი ცინიკური შეკითხვისა,ლუსაკმა თავი შეიკავა და ეპისკოპოსს მრავალმნიშვნელოვნად მიუგო:
- მე,თქვენზე ბევრის დანახვა შემიძლია! მაგალითად,თუნდაც ახლა,მე ვხედავ თქვენ ორ თვალს,მაშინ,როდესაც თქვენ ხედავთ ჩემს მხოლოდ ერთ თვალს! (ავტორი გენია.ჯი)