ნილს ჰენრიკ დავიდ ბორი – “ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში,ერთ-ერთი უდიდესი დანიელი ფიზიკოსი და თანამედროვე ფიზიკის ფუძემდებელი - ნილს ჰენრიკ დევიდ ბორი (1885-1962 წლები),რომელსაც “ნობელის პრემია” მიენიჭა 1922 წელს ფიზიკის მეცნიერებაში,მსოფლიოს ოცი საუკეთესო მეცნიერების აკადემიის წევრიც გახლდათ.გარდა ამისა იგი იყო ის ფიზიკოსი,რომელმაც პირველმა შექმნა “ბორის მოდელად” ცნობილი,ატომის კვანტური თეორია და შეიმუშავა კვანტური მექანიკის საწყისები.მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია,რომ ნილს ბორი,თანამემამულეებისაგან განებივრებული გახლდათ მრავალი საჩუქრებით,რადგან ისინი ძალიან ამაყობდნენ თავიანთი ეროვნების მქონე უდიდესი მეცნიერის მიღწევებით და ცდილობდნენ ყველანაირი ყურადღება გამოჩინათ მის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ნილს ბორი საკმაოდ მოკრძალებული და მორიდებული ხასიათით გამორჩეული პიროვნება გახლდათ და ყოველთვის უარს ამბობდა ნებისმიერი საჩუქრის მიღებაზე,თუმცა უარი ვერ განაცხადა ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ საჩუქარზე.კერძოდ,კოპენჰაგენში განთავსებულმა,ლუდის მწარმოებელმა დანიურმა გიგანტმა Carlsberg-მა,მას შესთავაზა საკმაოდ ორიგინალური საჩუქრის მიღება.ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ,ლუდის სახარშავი ქარხნიდან,ნილს ბორის სახლამდე გაიყვანა მილსადენი,საიდანაც კვირის ნებისმიერი დღის 24 საათის განმავლობაში,მეცნიერის სახლს უწყვეტად,ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე მიეწოდებოდა Carlsberg-ის შესანიშნავი ლუდი,იმ რაოდენობით რა რაოდენობითაც თავად მიიჩნევდა საჭიროდ (შეუზღუდავად). (ავტორი გენია.ჯი) აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ ნილს ბორის ოჯახს აღნიშნული საჩუქარი სიცოცხლის ბოლომდე არ შეწყვეტია.