სერ ისააკ ნიუტონი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთმა უდიდესმა ინგლისელმა ფიზიკოსმა,მათემატიკოსმა,ფილოსოფოსმა,მექანიკოსმა და “მსოფლიო მიზიდულობის” კანონის ავტორმა – სერ ისააკ ნიუტონმა (1642-1727 წლები),მას შემდეგ,რაც “ნიუტონისეული ტელესკოპი” შექმნა,ინგლისი სრულმა ფურორმა მოიცვა.აღნიშნული ხელსაწყოთი თავად ინგლისის მეფე – ჩარლზ II სტიუარტი დაინტერესდა და დაწვრილებითაც შეისწავლა მისი აგებულება.გარდა ამისა,იგი არაერთხელ შეუმჩნევიათ იმ პროცესში,როდესაც “ნიუტონისეული ტელესკოპით” აკვირდებოდა ვარსკვლავებსა და პლანეტებს.მოგვიანებით,ჩარლზმა ნიუტონის მიერ დამზადებული უნიკალური ხელსაწყო “ლონდონის სამეფო საზოგადოებას” უსახსოვრა.ტელესკოპის დამზადებიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ,დიდ მეცნიერს ერთ-ერთი ნათესავი – კონდუიტი ესტუმრა.იგი ძალიან დააინტერესა “ნიუტონისეულმა ტელესკოპმა” და ისააკს ჰკითხა:
- თუ შეგიძლია ისააკ,მითხარი იმ ოსტატის სახელი,ვინც თქვენი ტელესკოპისათვის საჭირო ლინზები და სარკეები დაამზადა?
- მე,თავად დავამზადე ისინი, – უპასუხა ნიუტონმა.
- გასაგებია,თუმცა საინტერესოა,საიდან იშოვეთ მათთვის დასამზადებელი მასალა და ინსტრუმენტები?
- ჩემო მეგობარო! ისინიც თავად დავამზადე, – უპასუხა ისააკმა და იქვე დაამატა: მე,რომ სხვებს დავლოდებოდი,თუ როდის შექმნიდნენ ჩემი ტელესკოპისათვის საჭირო ატრიბუტებს,მაშინ ვერასოდეს ვერაფერს მივაღწევდი.სწორედ ამიტომ შევქმენი ყველაფერი თავად და არასოდეს დავლოდებივარ სხვებს”. (ავტორი გენია.ჯი)