იენს იაკობ ბერცელიუსი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ უდიდეს შვედ ქიმიკოსსა და მინერალოგს – იენს იაკობ ბერცელიუსს (1779-1848 წლები),სტუმრად დიდი გერმანელი ქიმიკოსი,ფილოსოფოს-იდეალისტი და “ნობელის პრემიის” ლაურეატი – ვილჰელმ ფრიდრიხ ოსტვალდი ეწვია.მან მოინახულა ის პატარა და ღარიბული ლაბორატორია,რომელიც სხვა უამრავ პრობლემებთან ერთად,ძალიან ცოტა და უხარისხო სამეცნიერო მოწყობილობებით იყო წარმოდგენილი.იმ მოწყობილობებით,რომელთა მეშვეობითაც განახორციელა უდიდესი აღმოჩენები გენიალურმა შვედმა ქიმიკოსმა.აღნიშნული ფაქტით გაოგნებულმა,გერმანელმა მეცნიერმა ბერცელიუსს სრული დანანებითა და გულახდილობით მიმართა:
- მიუხედავად ჩემი ხანდაზმული ასაკისა,მხოლოდ ახლა მივხვდი,თუ რა ცოტაა დამოკიდებული ხელსაწყოებზე და რაოდენ დიდი იმ ადამიანზე,რომელიც ახლა ჩემს წინ დგას. (ავტორი გენია.ჯი)