დარვინის მელა
დარვინის მელა – წარმოადგენს გადაშენების საფრთხის წინაშე არსებულ,ძაღლისებრნთა ოჯახის მტაცებელ,ძუძუმწოვარა ცხოველს.აღნიშნული სახეობის მელა დედამიწაზე,ჯერ კიდევ გვიანი პლეისტორცენის ეპოქიდან ბინადრობს (დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქა,რომელიც დაიწყო 2,588 მილიონი წლის წინათ და დასრულდა 11,7 ათასი წლის უკან).მისი გავრცელების უმთავრეს არეალს კუნძული ჩილოე (ჩილესთან ახლოს) წარმოადგენდა,რომელიც თავის მხრივ პლეისტორცენის ხანაში სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ნაწილს გახლდათ.გარდა ამისა გავრცელებული იყვნენ სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ რეგიონებში განთავსებულ ხშირ ტყეებში (ჯუნგლებში).ცნობილია,რომ მათ წინაპარ სახეობას სამხრეთამერიკული და ანდების სახეობის მელიები წარმოადგენდნენ.მას შემდეგ (დაახლოებით 15 000 წლის წინათ),რაც დარვინის მელიის განსახლების ზოგიერთი რეგიონები ზღვაში ჩაიძირა,მათი ნაწილი კუნძულ ჩილოეზე შემორჩა,ხოლო ნაწილი კი თავად კონტინენტზე.შესაბამისად ჩამოყალიბდა დარვინის მელას ორი ქვესახეობა. (ავტორი გენია.ჯი) რიგი კლიმატური და ადამიანური მიზეზების გამოისობით სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე,მათი რაოდენობა ძალიან შემცირდა და დღესდღეობით,მხოლოდ ნაუელბუტას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ.
დარვინის მელა,ჩვეულებრივი,ტიპიური მელიის სახეობაა.ეწევიან მარტოხელა ცხოვრების წესს.იკვებებიან ქვეწარმავლებით,მცირე ზომის ძუძუმწოვარა ცხოველებით,ფრინველებით,ლეშით,ამფიბიებითა და სოკოებით.შეფერილობით მუქი-ნაცრისფერები გახლავან.კუნძულ ჩილოეზე გავრცელებული სახეობა,სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გავრცელებული სახეობებისაგან,მოკლე ფეხებითა და წონით განსხვავდებიან.კუნძულზე გავრცელებული დარვინის მელიის წონა 2 კილოგრამიდან 4 კილოგრამამდე მერყეობს,ხოლო კონტინენტური სახეობის ეგზემპლარის წონა 5 კილოგრამიდან 10 კილოგრამამდეა.დარვინის მელა,პირველად აღმოჩენილ იქნა 1931 წელს,დიდი ინგლისელი ბუნებისმეტყველისა და ნატურალისტის – ჩარლზ დარვინის მიერ,კუნძულ ჩილოეზე.სწორედ დარვინის საპატივცემულოდ ეწოდა მას – დარვინის მელა. 1990 წელს ჩატარებული გენეტიკური ანალიზის შედეგად,დარვინის მელას ცალკეული ცხოველის სტატუსი მიენიჭა.მანამდე კი იგი სამხრეთამერიკული მელას სახეობად მიიჩნეოდა.თანამედროვე პერიოდის ბუნებაში,აღნიშნული სახეობის ცხოველის მხოლოდ 250 ეგზემპლარია შემორჩენილი.მათგან 200 კუნძულ ჩილოეზე ბინადრობს,ხოლო 50 სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.ამ მიზეზთა გამო,იგი “წითელ წიგნშია” შეტანილი,როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ცხოველის სახეობა. (ავტორი გენია.ჯი)