ამერიკული სამეფო კოდალა
ამერიკული სამეფო კოდალა – წარმოადგენს გადაშენებული ფრინველის სახეობას კოდალასებრნთა ოჯახისა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამერიკული სამეფო კოდალა ყველაზე დიდი სახეობის ფრინველი გახლდათ კოდალასებრნთა სახეობებისა.მათი გავრცელების ძირითადი არეალი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი იყო.კერძოდ,თანამედროვე მექსიკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი,სონორას დასავლეთი,ჩიხუახუა,ხალისკოსა და მიჩოაკანის შტატები. (ავტორი გენია.ჯი) ბინადრობდნენ ფიჭვისა და მუხის მასიურ ტყეებში,ზღვის დონიდან 1 700 – 3 100 მეტრ სიმაღლეებზე.ამერიკულ სამეფო კოდალებში,ისევე როგორც თეთრფრთიან კოდალებში შავი შეფერილობა ჭარბობდა.მამლების წაწვეტებული ქოჩორი წითელი ფერით ბოლოვდებოდა,ხოლო დედლების შავი ფერით.მათი სხეულის სიგრძე 60 სანტიმეტრს აღემატებოდა.ბუნებაში,აღნიშნული სახეობის უკანასკნელი ეგზემპლარი,დოკუმენტურად დადასტურებული ცნობების თანახმად 1956 წელს იქნა ნაპოვნი.თუმცა,არაოფიციალური ცნობების თანახმად,იგი უკანასკნელად მექსიკის ჩრდილო-დასავლეთში იხილეს 2005 წელს.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ – ამერიკული სამეფო კოდალას განადგურება-გაქრობა,ძირითადად მათი ბინადრობის არეალში გავრცელებული ფიჭვისა და მუხის ხეების მასიურად განადგურებამ გამოიწვია,რამაც სამწუხაროდ ისინი კიდევ ერთ გადაშენებულ ფრინველთა სახეობად აქცია. (ავტორი გენია.ჯი)