ლევ ლანდაუს მოსაზრებები…
1. ”ისეთი ბევრი საქმე რომ მქონოდა,რამდენიც ქალებს აქვთ,ვერასოდეს გავხდებოდი ფიზიკოსი”.
2. “ყველა ადამიანს შესწევს ძალა ღირსეულად იცხოვროს.იმაზე საუბარი,რომ ახლა ძალიან ცუდი დროა,ნამდვილად ცბიერი და ყალბი თავის მართლებაა.ყველაფრისათვის შრომაა საჭირო და ძნელბედობის ჟამიც გაივლის”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “ვამჯობინებ,რომ ხუთი წუთით ვიყო ლაჩარი,ვიდრე მთელი ცხოვრება მოსიარულე გვამი”.
4. “ყველაზე საშინელი ცოდვა – მოწყენილობაა! უნდა ვიცოდეთ,რომ როდესაც საშინელი სამსჯავროს დრო დადგება,უფალი აუცილებლად გვკითხავს: “რატომ არ ისარგებლეთ სიცოცხლის ყველა სიკეთით? რატომ წუხდით?”
5. “სქელი წიგნებიდან შეუძლებელია რაიმე ახლის გაგება.სქელი წიგნები – წარმოადგენს იმ სასაფლაოს,სადაც დაკრძალული არიან წარსულის იდეები”.
6. “არაფრიდან არაფერი გამოედინება”. (ავტორი გენია.ჯი)
7. ”უცხო ენების ცოდნა რომ აუცილებელია,ალბათ ყველა დამეთანხმება! არ დაივიწყოთ და მუდამ გახსოვდეთ,რომ მათ შესასწავლად რაიმე განსაკუთრებული მეთოდები საჭირო არ არის,რადგანაც ინგლისურ ენას არც თუ ისე ცუდად ფლობენ თვით სულელი ინგლისელებიც კი”.