ნიკო გომელაური – “როგორი იყო?.. აბა რა ვიცი…”
როგორი იყო?.. აბა რა ვიცი…
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები,
ორი ათასი წელი განვიცდი…
ჩარევა არ ღირს,მაგრამ ვერევი:
***
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა…
მეზიზღებოდა ხოლმე მოყვასი,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.
***
არადა კოცნის,არადა ჰყიდის…
იცის მოკლავენ,განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის?!
თავის სიმცირეს ვერ მოერია…
***
ისტორიაში დარჩა იუდა!
- დღესაც აქ არის არ გაიგუდა…