ფიდიპიდე – (“მარათონის” სულისჩამდგმელი გმირი)
ფიდიპიდე (მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში) – წარმოადგენდა იმ საყოველთაოდ ცნობილ ძველბერძენ მეომარს,რომელმაც ათენში ჩაიტანა მეტად სასიხარულო ცნობა ბერძენთა მიერ სპარსელების არმიის დამარცხებისა – “მარათონის ბრძოლაში” (ძვ.წ.აღ-ით 490 წლის 12 სექტემბერს).მას შემდეგ კი,რაც ფიდიპიდემ ქვეყნის დედაქალაქში გამარჯვების ამბავი ჩაიტანა,დაქანცულობისა და ბევრი სისხლის დაღვრისაგან,ადგილზევე აღესრულა.დიდი ძველბერძენი ისტორიკოსის – ჰეროდოტეს ცნობის თანახმად,ფიდიპიდე,რომელიც ერთობ კარგი სირბილით გამოირჩეოდა,”მარათონის ბრძოლის” დაწყებამდე,სასწრაფოდ იქნა მივლენილი სპარტაში,რათა სპარტელებისათვის დახმარება ეთხოვა სპარსთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ფიდიპიდემ სპარტაში ჩასვლამდე 238 კილომეტრი ფეხით გარბინა.თუმცა,მას შემდეგ,რაც სპარტელებისაგან დამაიმედებელი პასუხი ვერ მოისმინა,ისევ უკანვე სირბილით გაბრუნდა,რათა ბრძოლისათვის ჩაესწრო.აღნიშნულ დისტანციაზე,ფიდიპიდემ ფეხით (სირბილით) 576 კილომეტრი მანძილი დაფარა.მიუხედავად იმისა,რომ ბერძნებს დახმარების არანაირი იმედი არ ჰქონდათ და ისინი 10-ჯერ ჩამორჩებოდნენ რიცხოვნობით მტერს,მათ მაინც მოახერხეს სპარსებზე ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ “მარათონის ბრძოლაში”,ექვსი საათის მანძილზე თავდაუზოგავად და გმირულად იბრძოლა კაცმა,რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ 576 კილომეტრი დაფარა სირბილით.ფიდიპიდე ამავე ბრძოლაში დაიჭრა,მაგრამ გამარჯვებისაგან აღფრთოვანებულმა მაინც სირბილით გასწია ათენისაკენ,რათა ბერძნებისათვის გამარჯვება ეუწყებინა.ცნობილია ისიც,რომ ბრძოლაში გამარჯვების მაცნეობა,უდიდეს პატივად მიიჩნეოდა ძველ საბერძნეთში და მან ეს მისია სრულიად ღირსეულადაც დაიმსახურა.გარდა ფიდიპიდესი,გამარჯვების ცნობა კიდევ რამდენიმე ბერძენს მიჰქონდა ქვეყნის დედაქალაქში,თუმცა დაჭრილმა და დაქანცულმა ფიდიპიდემ,უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და პირველმა (შეუსვენებლად) მოახერხა ათენში ბერძენთა გამარჯვების მაუწყებელი ცნობის ჩატანა (ცნობისათვის,მარათონიდან ათენამდე 40 კილომეტრია).მას შემდეგ,რაც ფიდიპიდე ათენში შევიდა,აღფრთოვანებულმა შესძახა: ” – გაიხარეთ ათენელებო,ჩვენ გავიმარჯვეთ!” – თავად კი,სისხლისგან დაცლილმა და ღონემიხდილმა სული ადგილზევე განუტევა. (ავტორი გენია.ჯი)
მოგვიანებით,კერძოდ,1896 წელს ათენში ჩატარებულ პირველ თანამედროვე ოლიმპიადაზე,ცნობილი ფრანგი ფილოლოგის – მიშელ ბრეალის ინიციატივით,ფიდიპიდეს პატივსაცემად მოწყობილ იქნა მარათონი ლეგენდარულ მარშრუტზე – “მარათონი – ათენი”.მას შემდეგ,ყოველ ზაფხულის ოლიმპიადაზე,სისტემატურად იმართება – ფიდიპიდეს სახელთან ასოცირებული მარათონი,რომელიც დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.გარდა ამისა,საბერძნეთში არა ერთი ქანდაკებაა აღმართული გმირი ძველბერძენი მეომრის და მარათონელისა. (ავტორი გენია.ჯი)